Monday, August 15, 2011

✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖


ბევრისთვის 5 უცნობი ფაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თინეიჯერ ვარსკვლავზე - მაილი საირუსზე, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი Destiny Hope Cyrus-ია და რომელმაც სახელი საკუთარი ბრწყინვალე მუსიკალური და სამსახიობო ნიჭით გაითქვა:

1. მაილი საირუსი მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც ცხენზე ჯირითი ისწავლა!
მაილი საირუსი, ნეშვილში, ტენესიში დაიბადა, ცნობილი ქანთრი მომღერლის - ბილი რეი საირუსის ოჯახში. მას ბავშვობიდან უამრავი ცხოველი ჰყავდა. მისი განსაკუთრებულად საყვარელი ცხოველები კი ძაღლები და ცხენები იყვნენ. მაილის პირველი ცხენს Blue Jeans ერქვა, რომელიც მას 2 წლის ასაკში აჩუქეს. მან საყვარელ ცხოველზე ჯირითი, იმავე წელს, ძალიან სწრაფად ისწავლა და, რაც მთავარია, პატარა მაილის ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

2. მაილი საირუსის საყვარელი სასმელი კარამელის Starbucks-ია!
მაილი საირუსს ხშირად შენიშნავთ სთარბაქსით ხელში. მაილი მას რამდენჯერმე მიირთმევს დღის განმავლობაში. ერთხელ თინეიჯერი ვარსკვლავი სთარბაქსს შიმშილისგანაც კი უხსნია, რაზეც მაილიმ ელენ დეჯენერსის შოუში ისაუბრა. "ერთხელ სასეირნოდ გავედი. გზად ძალიან მომინდა შოპინგის მოწყობა, მაგრამ გზაში აღმოვაჩინე, რომ საკრედიტო ბარათი სახლში დამრჩენია. ყველაფერთან ერთად ძალიან მშიოდა. მე სთარბაქსის შენობის წინ დავჯექი, ჩემი გიტარა ამოვიღე და დაკვრა დავიწყე, რათა ფული შემეგროვებინა, 7$ შევაგროვე და ამ ფულით სთარბაქსი ვიყიდე."

3. მაილი საირუსი ჰიპოგლიკემიითაა დაავადებული!
ჰიპოგლიკემია დაავადებაა, რომელიც გულისხმობს შაქრის ნორმალურზე ნაკლები დონის არსებობას ორგანიზმში. ამ დაავადების გამწვავებისგან მაილი თავს დიეტით იცავს. მაილის პირველი ტურის დროს "Best Of Both Worlds", მას ექიმის მიერ დანიშნული შრატები, რომ არ გაეკეთებინა, შესაძლოა, ტურის დროს, გულიც კი წასვლოდა. მაილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უთანაგრძნო კიდეც ნიკ ჯონასს, რომელსაც მაილის მსგავსი დაავადება, კერძოდ, დიაბეტი სჭირს. მაილი ნიკის მხარდასაჭერად, მის ნაჩუქარ ყელსაბამსაც ატარებდა, რომელიც დაავადებულ უმცროს ჯონასს ძალიან დიდ რწმენას სძენდა. ყელსაბამის წინა მხარზე წარწერაა: "A little bit longer...and I'll be fine" ანუ "კიდევ ცოტაც... და მე კარგად ვიქნები"

4. დისნეის ყველაზე შემოსავლიან შოუში "Hannah Monatana",
მაილის ლილი ტრასკოტის როლი უნდა ეთამაშა!

როდესაც მაილი საირუსი პირველად "ჰანა მონტანა"-ს ქასთინგზე მივიდა, მას მეორეხარისხოვანი როლი, სერიალის მთავარი პერსონაჟის, ჰანას საუკეთესო მეგობრის, ლილი ტრასკოტის თამაში შესთავაზეს. იმ დროისთვის, სულ რაღაც 12 წლის მაილიმ, ქასთინგის დირექტორს განუცხადა, რომ მას სერიალის მთავარი გმირის თამაში უკეთესადაც შეეძლო. მან ეს დაამტკიცა და საბოლოოდ მაილი/ჰანას როლზეც დაამტკიცეს. სერიალში მისი მეგობარი, ლილი ტრასკოტი კი ახალგაზრდა, ნიჭიერმა ვარსკვლავმა - ემილი ოსმენტმა განასახიერა. მაილი და ემილი რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან კარგი მეგობრები არიან.

5. მაილი საირუსი ბრეკეტებს ატარებდა!
მაილი საირუსს ოდნავ უსწორმასწორო კბილები ქირურგიული ჩარევის საშუალებით არ გაუსწორებია. 2006 წელს მაილი ატარებდა ბრეკეტებს, მაგრამ მისმა დენტისტმა ისინი კბილების უკნიდან დაამაგრა, რათა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. ამან გაამართლა! თითქმის, ვერავინ მიხვდა, რომ იმ დროს, მუდამ საყვარლად მომღიმარი გოგონას კბილებს რკინები "ამშვენებდა". მხოლოდ ერთმა პაპარაციმ დააფიქსირა მაილი ბრეკეტებში და ისიც, ერთზე მეტი ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო.

"Let your light shine, Be a source of strength and courage, Share your wisdom, Radiate ℓo√e!"
♥ ℳiley Cyrus ♥


Friday, August 12, 2011

ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს!!!


ლუკა:ჰი,როგორ ხარ ჩემო გადარეულო?
მარი:მაგრად ბრატ შენ?
ლუკა:როგორ უნდა ვიყო შენს ხელში
მარი:ჩემთან რა გინდა ეხლა
ლუკა:აბა ვიღაცას ხომ უნდა ვეჩხუბო
მარი:ჩემს გარდა ვერავინ ნახე?
ლუკა:ჩაცუცქული საქმეს მირჩევ თუ რა:)
მარი:ბიჭო შენ რამ გადაგრია,როდის მერე იყო ფეხზე დამდგარი ვიყავით,ჩაიკუნცხე ერთი თუ ძმა ხარ
ლუკა:შეხედე რას მეკაჩავება,რა ძველი ბიჭივით ბაზრობ,მე კიდე გასათხოვარი გოგოსავით გელაპარაკები:)
მარი:არ ხარ თუ რა:)
ლუკა:გოგო არ ვიყო:) გაგიხეთქავდი თავს:)
მარი:შენით აღიარე გოგო რომ ხარდა:)
ლუკა:კაი მოვრჩეთ ამაზე ბაზარს,კაროჩე დღეს მე,შენ კიბო და ლინეიკა სადღაც ვიჩითებით
მარი:სად?და დანარჩენები სად მიდიან?
ლუკა:დანარჩენები ვინები?
მარი:ე რა გამოშტერდები ხოლმე ვითომ არ იცი ვიზე ვამბობ
ლუკა: წერტილა და ჩეგევარა აზრზე არ ვარ სად არიან
მარი: შენ ვერ ხარ,ვითომ ისინი თუ იცი ესენი რა პონტში არ იცი
ლუკა:რას მეკაჩავები გოგო:)არ ვიცი ჯერ არ გათენებულა ყველა ჩვენსავით გადარეული კი არ არის:)
მარი:ზემოდან რას მიყურებ ერთი შენ,ჩაიკუნცხე ძამია:)
ლუკა:აჰა:)
მარი:ხო დღეს სად მივდივართო
ლუკა:დღეს სად მივდივართდა,შენ რომ არ იცი იქ:)
მარი:ახლა რომ მოგხვდება ეგ ხო იცი?
ლუკა:არ ვიცოდი მაგრამ უკვე ვიცი:)
მოკლედ მარი და ლუკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ,ერთად იზრდებოდნენ,მარი იყო 18 წლის,ლუკა კი 20 ის,მათი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს
ერთ დღეს მარი და ლუკა მარის მშობლებმა დაიბარეს კაფეში.
მარი:დე რა ხდება,აქ რატომ დაგვიბარე
დედა:მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს
მარი:რა საქმე
დედა:მამაშენი გეტყვის
მარის მამა:შვილო ვიცით რომ
მარის მამა:შვილო ვიცით რომ შენ და ლუკას ერთმანეთი გიყვართ და დროა დაქორწინებაზე იფიქროთ
მარი:რა მე ლუკა მიყვარს?
ლუკა:რა მე მარი მიყვარს?
მარი:ლუკა უჩემოდ გადაწყვიტე ხომ
ლუკა:არა,ისე მიყვარხარ როგორც მეგობარი
მარი,ლუკა:ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს
მარი და ლუკა იქედან წამოვიდნენ
მაგიო:სად იყავით მარი და ლუკა?
მარი:ბარში
ანი:იქ რა გინდოდათ?
მარი:დედაჩემმა და მამაჩემმა დაგვიბარა ჰგონიათ რომ ერთმანეთი გვიყვარს
გიო :მერე?
ლუკა:მერე დაქორწინებას გვთხოვენ
გიო:შენ და მარი ერთად:):)
ლუკა:ბიჭო მოგხვდა
ამ დღის შემდეგ მარი,ლუკა და მისი მეგობრები ფიქრობდნენ თუ რა გაეკეთებინათ რომ მშობლები დაერწმუნებინათ იმაში რომ ერთმანეთი არ უყვარდათ,მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდნენ,ერთ დღეს როცა მეგობრები შეიკრიბნენ ერთ-ერთმა მეგობარმა უცებ წამოიყვირა
ლიკა:მე მოვიფიქრე
მარი:და რა?
ლიკა:როგორ უნდა დაარწმუნოთ შენი მშობლები რომ ერთმანეთი არ გიყვართ
ლუკა:თქვი მერე როგორ
ლიკა:შეყვარებულები უნდა იშოვოთ
ლუკა:რა ჭკვიანური აზრია
მარი:მაგრამ სად ვიშოვოთ
ლუკა:დღეს წავიდეთ სადმე და იქ ავარჩიოთ ვიღაცა
მარი:აუფ მერე ის თუ გაგეცნო ეგაა საქმე
ლუკა:ნუ გადამიწურავ იმედებს
მართლაც საღამოს წავიდნენ ბარში მთელი სამეგობრო
ლუკა:ვაიმე მარი როგორ მესიმპატიურე
მარი:გამასწარი ბიჭო აქედან
ლუკა:ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი:)
მარი:ბიჭოოოოოოოოოოო
ლუკა:ვა ცეცხლია მაგრამ ჩამქრალი
როცა შიგნით შევიდნენ,დაიწყეს არჩევა
მარი:ლუკა ჯერ შენი შევარჩიოთ
ლუკა:კაიც
მარიმ თითქმის ყველა გოგოზე მიათითა ვინც კი მოეწონა,მაგრამ ლუკასთვის არცერთი არ აღმოჩნდა სასურველი გოგო
მარი:აუ რა წუნია ხარ
ლუკა:ერთი ვნახოთ შენ როგორ აარჩევ
ამის თქმა და ლუკა წავიდა,მარი ეძახდა მაგრამ მას არ ესმოდა,უცებ ერთი გოგოს წინ გაჩერდა,უყურა და ცოტა ხნის შემდეგ გამოელაპარაკა, გავიდა დრო,სალო და ლუკა დამეგობრდნენ და მალე შეყვარებულებიც კი გახდნენ,ამ დღის შემდეგ სალო და ლუკა სულ ერთად იყვნენ და ლუკას მეგობრებმაც კარგად მიიღო.
მარის დაბადების დღეც მოახლოვდა,მარიც ჩვეულებისამებრ დაპატიჟა მეგობრები,საღამოს ყველა მარისთან იყო,ლუკას გარდა,ამის გამო მარიმ მოიწყინა და მთელი საღამო მოწყენილმა გაატარა.
მეორე დღეს დილით კარზე კაკუნი გაიგონა და ოთახში ლუკა შემოვიდა და მარის მოუბოდიშა
ლუკა:მარი ბოდიში გუშინ რომ ვერ მოვედი,სალომემ მისი მშობლები გამაცნოდა ვერ მოვახერხე მოსვლა
მარი:და ეხლა რატომ მოდი?
ლუკა:საჩუქარი მოგიტანე
მარი:არ მჭირდება შენი საჩუქარი და გადი ჩემი ოთახიდან
ლუკა:კი მაგრამ
მარი:არავითარი მაგრამ გადი ეხლავე
ლუკა ადგა და ხმისამოუღებლად წავიდა,კარზე კვლავ გაისმა კაკუნი და მარი ამის გამო გადაირია და ყვირილი დაიწყო და კარისკენ ბალიში ისროლა,მისმა ძმამ დაიჭირა
საბა:ე გოგო რას შვრები მე ვარ
მარი:რა გინდა?
საბა:გიყვარს ხომ?
მარი:ვინ?
საბა:ვითომ ვერ ხვდები ხო,ლუკაზე ვამბობ
მარი:რა სისულელეა,არ მიყვარს ხომ არ გაგიჟდი
საბა:კი როგორ არაა აღიარე,რაც შეყვარებული ყავს,მის მერე ხარ ასეთი აგრესიული
მარი:ნუ დებილობ და გაეთრიე ჩემი ოთახიდან
საბა:ყურადღებას რომ არ გაქცევს არ მოგწონს, ეჭვიანობ იმ გოგოს რომ ეფერება
მარი:გამასწარი ეხლა აქედან
საბა:აღიარე რომ გიყვარს და წავალ
მარი:არ მიყვარს და გამანებე თავი
საბა:გიყვარს
მარიმ ისტერიკული კივილი დაიწყო,ამიტომ საბა ოთახიდან გავიდა,მარი იჯდა და თავისთვის იმეორებდა:" მე ლუკა არ მიყვარს,რა სისულელეა,რომ მყვარებოდა შეყვარებულს არ ვაშოვნინებდი,ის იგივე ჩემი ძმაა, როგორც ძმა ისე მიყვარს"
მარი სახლიდან იშვიათად გადიოდა,რამაც მეგობრების გაკვირვება გამოიწვია,რადგან ის სულ გარეთ იყო სახლში რომც გდომოდა ვერ ნახავდი,ხასიათებიც შეეცვალა,ადრე თუ მხიარული იყო ეხლა სულ მოწყენილი და ჩაფიქრებული დადიოდა.
ერთ დღეს მარი კვლავ სახლში იყო,მის ოთახში მისი ძმა შემოვიდა
საბა:მარი ტელეფონზე გირეკავენ
მარიმ ტელეფონი გამოართვა და ჰკითხა:ვინ რეკავს?,საბამ უპასუხა რომ ლუკა იყო,მარის მაშინვე ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და საბას შეუტრიალდა და უთხრა:მე სახლში არ ვარ
საბა:რატომ არ ელაპაარკები
მარი:არ მინდა და მიტო
საბა:არ გინდა კი არა გიყავრს
მარი:არ მიყვარს
საბა:თუ არ გიყვარს დაელაპარაკე
მარიმ ტელეფონი აიღო საბას დაეჭყანა,ტელეფონს უპასუხა და საბას ანიშნა რომ გასულიყო ოთახიდან,საბა კარებში გადიოდა და თავისთვის ჩაილაპარაკა: "მაინც გათქმევინებ რომ გიყვარს" და კმაყოფილი სახით გავიდა.
საბამ ამის მერე გეგმების დადგენა დაიწყო მისი დის წინააღმდეგ,მის დას რომ ეღიარებინა რომ ლუკა უყვარდა,რაღაცეები მიტყაპნ მოტყაპნა და თავის ოთახში გააკრა,რომ დაამთავრა ფურცლების გაკვრა ეშმაკურად გაიცინადა ჩაილაპარაკა,"დაიკო შენიაღსასრულის დროც მოვიდა" და თვითკმაყოფილი სახით გავიდა სახლიდან მგობრების სანახავად.
საღამოს საბა დაბრუნდა სახლში,იმწამსვე სამზარეულში შევარდა და საჭმელს დაუყო ძებნა,"აუ ამ სახლშისაჭმელისდაგვარს ვერაფერს ვერ ნახავ,რამ გაამწარა ეს ხალხი საჭმელზე",ბოლოს ძვლივს იპოვა საჭმელი და ამ დროს ტელემ დარეკა,ამაზე მთლად გადაირია,აუამ ხალხს არ უნდა რომ ვჭმაო თუ რა უნდათ,ალო რომელი ხარ?
ანი:ანი ვარ
საბა:ანი?
ანი:მარის მეგობარი
საბა:ა ხო როგორ ხარ?
საბა:ჩემი დის ხელში როგორ უნდა ვიყო
ანი:ხო მაგას რაღა მოუვიდა კიდევ
საბა:სუ სახლშია და შეიცვალა რა
ანი:აუ რაღაცას ვხვდები და ერთი ის უნდა დავადგინო
საბა:მეც ვხვდები რაღაცას და მეც გეტყვი მერე
ანი:აუ ახლა
საბა:მერე
ანი:კაიც.უი ხო რისთვის დავრეკე დღეს ლუკას დაბიდუბია და წამოვა შენი და?
საბა:კი როგორ არა
ანი:კითხე
საბა:არ უნდა კითხვა
ანი:კაიც
საღამოს მარის მეგობრებმა მოაკითხეს და მარისთან ოთახში შევიდნენ და მარის ეძინა
ლიკა:გოგო ამას ძინავს?
მაშინვე გააღვიძეს მარი
მარი:რა ხდება,რას გამოწყობილხართ
ანი:არ მოდიხარ?
მარი:სად?
ანი:გოგო დღეს ლუკას დაბიდუბია რა არ გითხრა საბამ?
ამ დროს საბა შემოვიდა ოთახში და გოგოებს უთხრა"კი როგორ არა ვუთხარი მაგრამ წამოსვლა ეზარება,მარის მოკიდა ხელი და აბაზანაში შეათრია პირზე წყალი შეასხა,გოგო დაიბანე პირი(უი საბას ასაკი არ მითქვამს საბა 18 წლის იყო)
მარი:ბიჭო რას შვრები?
საბა:ახალგაზრდავ პირს გბან
ანი:მარი საბამ არ გითხრა რომ
საბა:კი როგორ არა ვუთხარი
ანი:აუ ეს როდის ჩაიცვამს
საბა:ახლავე
საბამ ჩასაცმელები გამოუწყო და მარის უთხრა რომ ჩაეცვა
მარი:რა ხდება
საბა:ჩაიცვი და გეტყვი
მარი:მაშინ გადით ოთახიდნ
ოთახი ყველამ დატოვა,მარი კი გაოცებული იცვამდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,მალე საბა შემოვიდა ოთახში
მარი:საბა რა ხდება ამიხსნი
საბა:დღეს ლუკას დაბიდუბია და იქ მიდიხართ
მარი:მე მერე არ უნდა მითხრა
საბა:ხოდა ეხლა გეუბნები
მარი:მე არ წავალ
საბა:რატო გიყვარს ხო ლუკა?
მარი:არა არ მიყვარს
საბა:მაშინ წადი
მარი:არ წავალ
საბა:გიყვარს ხომ,რა მაგარია უყვარს,წავალ შენს მეოგბრებს გავაგებინებ
მარი:მივდივარ,გაიმარჯვე,მაგრამ ლუკა არ მიყვარს
მარი ოთახიდან გავიდა და საბამ ჩაილაპარაკა"ჯერ რა დროს გამარჯვებაა ყველაფერი წინ არის"
მარი მართლაც წავიდა ლუკას დაბადების დღეზე,იქ რათქმაუნდა სალოც იყო.
მარის და ლუკას დათქმული ჰქონდათ რომ ტორტს სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ერთად გაჭრიდნენ,მარიც მოემზადა მაგრამ ,უპს უკაცრავად ლუკამ სალომე მიიყვანა და ტორტი გაჭრეს,მარი ამის გამო დაღონდა,მათი ამდენი ხნის მეგობრობა თავის ძალას კარგავდა,და მალე ერთმანეთი შეიძლება დაეკარაგათ,მარი იქედან ატირებული წამოვიდა,არც არავინ გაუფრთხილებია,სახლში რომ შევიდა კართან საბა დახვდა
საბა:ვერ გაუძელი ხო?
მარი:რას ?
საბა:ლუკას სიშორეს
მარი:რა სისულელეა
საბა:აბა რატო წამოდი ტყუილა
მარი:ყველა წამოვიდადა მე ხომ არ დავრჩებოდი იქ
საბა:ვითომ?
მარი:ე შენი თავი არ მაქვს რა
საბ:კაი ძილი ნებისა
მარი თავის ოთახში ავიდა და მაშინვე დაწვა,დილით როცა თვალები გაახილა თავზე ვიღაცის გამწარებული თავი მოჩანდა,ეს ხომ საბა იყო
მარი:საბა?
საბა:დიახ დიახ მე ვარ
მარი:აქ რა გინდა?
საბა:კი არადა შენ რა გინდა სახლში?
მარი:აბა სად უნდა ვიყო
საბა:ლუკასთან?
მარი:რა ლუკასთან?
საბა:სადაც შენი მეგობრები არიან იქ არ უნდა იყო შენც?
მარი:სად არიან?
საბა:ლუკასთან,ყველა იქ დარჩა,გუშინ რატო მომატყუილე
მარი:აუ არ შემიძლია რა თავი მტკივა
საბა:რატო მთელი ღამე ლუკაზე ფიქრობდი ხო?
მარი:საბაააააა
საბა:რა იყო?
მარი:არაფერი
საბა:წავედი მე და მოვალ მალე
მარი:სად მიდიხარ?
საბა:მეგობრებთან და შენ ამ სახლში დაიბუდრე და არ გახვიდე სადმე
მარი:არ მინდა და არ გავალ
საბა:არ გინდა კი არა ლუკას ერიდები,მისი ნახვის გეშინია
მარი:მეშინია? გამაცინე რა
საბა:დიახაც გეშინია,გეშინია იმიტომ რომ სალომესთან ერთად დაინახავ,გეშინია იმის რომ შენ გვერდით აღარ იქნება
მარის ხმა არ ამოუღია.უბრალოდ მის ძმას ანიშნა რომ ოთახიდან გასულიყო,საბა ოთახიდან გავიდა,მარი კი სახლის დალაგებას შეუდგა,სახლიც დაალაგა მაგრამ ვერ ისვენებდა საქმე რომ არ ჰქონდა და გადაწყვიტა რაღაცეების საყიდლად წასვლა გადაწყვიტა,წავიდა და როცა მაღაზიაში შედიოდა ლუკა და სალომე დაინახა,როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და არჩევდნენ ჩასაცმელს,რაღაც თავბრუს ხვევა იგრძნო და როცა გაიღვიძა საავადმყოფოში იყო,როგორც კი თვალები გაახილა მასთან სალომე მივიდა
სალომე:მარი როგორა ხარ?
ლუკა:ვა გაიღვიძა
მარი:უკვე ცუდად ვარ
ლუკა:რა გჭირს?
მარი:ისეთი არაფერი
ლუკა:შენ რატომღაც ჩემი ხელი დაგაკლდა,ექიმმა უჭმელი იყოო,შენთან კიდე საქმე მაქვს და სხვა დროს გეტყვი აქ ამის ადგილი არ არის
მარი:როდის მერე ზრუნავ ჩემზე
ლუკა:სულ არ ვზრუნავ შენზე ჩემო გადარეულო
მარი:გეტყობა
ლუკა:მარი რატომ შეიცვალე ამ ბოლო დროს?
მარი:არ შევცლილვარ
ლუკა:კი როგორ არა,სულ სახლში ხარ,აღარც გვკადრულობ მეგობრებს,ხასიათებიც შეგეცვალა,გუშინ კიდე სად გაიქეცი ჰა?
მარი:ცუდად ვიყავიდა
ამ დროს ოთახში საბა შემოვიდა
საბა:ცუდად კი არა ტორტი რომ ორივემ ერთად არ გაჭერით ეს ეწყინა
მარი:საბააააა
ლუკა:მარი რას ერჩი მართალია,მეც მეწყინებოდა მაგრამ სალომ მთხოვადა
მარი:არა რა სისულელეა არც მწყენია
საბა:გეწყინათქო
მარი:შენ მოხვალ სახლში
ლუკა:სახლში რისხვა გელის:)
მარიმ ბავშვებს თხოვა რომ ოთახში მარტო დაეტოვათ დასვენება უნდოდა
ლუკა:მარი მე დავრჩები ცოტა ხანი საქმე მაქვს
მარი:საბა შენ დარჩი და სალო შენც მაშინ და ერთად წადით
საბა მივიდა მარისთან და ყურში ჩასჩურჩულა:რატომ უნდა დავრჩე ლუკასთან მარტო ყოფნის გეშინია,გიყვარს ხომ"
მარი:საბა გადი ეხლა ოთახიდან
საბა:კაიც არაა პრობლემა
სალომე :მეც გავალ
ლუკა:მეც ხომ არ გავიდე:)
მარი:შენ ხომ საქმე გაქვს და გისმენ
ლუკა:მარი ჩვენზე მინდა ვილაპარაკოთ
მარის გული გაუჩერდა რადგან ეს თემა იყო რაზეც ლუკასთან არ უნდოდა ესაუბრა
მარი:გისმენ
ლუკა:პირველ რიგში ჯერ სხვა საქმე გავარკვიოთ
მარი:რა?
ლუკა:რაც მე სალომესთან ვარ მის მერე რატომღაც ჩვენი ურთიერთობა ისეთივე არ არის როგორიც იყო,ათასში ერთხელ ვნახულობთ ერთმანეთს,ადრე კი სულ ერთად ვიყავით,და როცა ცალ-ცალკე ვიყავით მაშინ ტელეფონზე ვლაპარაკობდით,ადრე რომ არ დამერეკა 100ჯერ დამირეკავდი და ეხლა კი ტელეფონზეც არ მპასუხობ და რატო?
მარი: მე ისევ ისე მიყვარხარ როგორც მაშინ,უბრალოდ ეხლა უკვე შეყვარებული გყავს და ჩემთვის არ გეცლება,ამიტომ არ გაწუხებ და არ გირეკავ
ლუკა:ეგრე რატომ ფიქრობ მე ხომ შენთვის ყოველთვის მცალია
მარი:კაი აწი გავითვალისწინებ
ლუკა:კარგს იზავ,თორე მომენატრე გადარეულო,საუკუნეში ერთხელ რომ გნახულობ
მარი:აბა შენ 100 საუკუნე ცხოვრობ ხო?
ლუკა:მაიმუუნობის თავი კვლავაც გქონია
მარი:აბა რა დამიკარაგვდა:):):)
ლუკა:რავი შეიცვალედა,ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე
მარი:აბა გისმენ
ლუკა:მე და შენ რომ შეყვარებულებს ვეძებდით
მარი:ხო მერე
ლუკა:აბა თუ მაცდი
მარი:კაი ხო გააგრძელე
ლუკა :კიდე ეხლა:):)
მარი:კაი ვსიო ხმას აღარ ვიღებ
ლუკა:გოგოოოოოოოო:):):),ანუ ჩემი ხომ მოვძებნეთ და ეხლა დროა შენი ვეძებოთ
მარი:არა იყოს ჩემით შევარჩევ
ლუკა:როგორ გეკადრება
მარი:შერჩეული მყავს უკვე
ლუკამ ამაზე თითქოს მოიწყინა და მოწყენილმა უპასუხა
ლუკა:კარგი მაშინ მაგრამ ცუდი ხარ იმიტომ რომ მე არ მკითხე:)
მარი:შენ სალომესთან იყავი და :)
ლუკა:მერერომ დაგერეკა ყურებს დავკეტავდი:)
მარი:კაი აწი გეტყვი
ლუკამ ოთახიდან გასვლის წინ მარის შუბლზე აკოცა და გავიდა,მარიმ კი გაიფიქრა,როგორ დამავიწყდა მისი კოცნა რომ ასეთი თბილი იყო.
საბა:რაოჩემო პრინცესა,რა გითხრა პრინცმა
მარი:არაფერი უბრალოდ შეყავრებულებზე ვლაპარაკობდით
საბა:აჰა უთხარი სიმართლე?
მარი:კი ვუთხარი?
საბა:ვააა რა მაგარი და მყავს მერე რაო ლუკამ დავშორდები სალომესო თუ რაო?
მარი:რა სალომეს დაშორება რას ბანდალობ,ის ვუთხარი რომ შეყვარებული მყავს
საბა:გადამრევ გოგო შენ ,სად გყავს შეყვარებული
მარი:მყავს?
საბა:ვინ შენი დათუნია
მარი:ბიჭოოოოოოოოოოოოო
მარი გამოწერეს საავადმყოფოდან და მეორე დილით როგორც კი გაიღვიძა თავზეე საბა დაადგა,საბამ კი კივილი მორთო
საბა:დედა დავიღუპე
მარი:რატო რა გჭირს
საბა:ქორწილამდე ერთ ოთახში რა გინდათ
მარი:რას ბანდალობ?
საბა:აბა მაგ დათუნიას რა უნდა შენს ლოგინში
მარი:ბიჭო რას ბანდალობბ
საბა: :):):):):):):) ,ეს კაი იყო:)
მარი:გაეთრიე ოთახიდან და დათუნია ესროლა,საბამ დათუნია ხელშიაიყვანა და უთხრა:"ხედავ უკვე რას გიშვრება და ქორწლის მერე მოგკლავს"მერე მარის მიუბრუნდა და უთხრა,გოგო სიძე ნუ გამილახე,ამაზე მარი გადაირია ფეხზე წამოხტა და საბას გაეკიდა,მთელი სახლი აანგრიეს,და მერე თავიდან მოუწიათ დალაგება.
საბა:ვაიმე დავიღალე ძვლივს არ დავალაგეთ
მარი:აბა:)
საბა:ისე შენი ბრალია
მარი:ჩემი რატოა?
საბა:აბა რას გამომეკიდე
მარი:აბა რა სიძე მოგინდა
საბა:უი ხო სადაა ეხლა:)
მარი:საბაააააა
საბა:კაი ხო კაი:):):)
მეორე დღეს მარის მეგობრებმა სახლში მოაკითხეს და ძალით წაიყვანეს გარეთ,რათქმაუნდა ლუკა და სალომე ნახა,მაგრამ არაფერი არ შეუმჩნევია. კარგად ერთობოდნენ და ამ დროს გიორგი აწუწუნდა
გიო:აუ მომშივდა წავედით რა სადმე
ანი:სად?
გიო:სადაც საჭმელია:)
ანი:კაი წავიდეთ თორე ეს გაჩუმდება ეხლა:)
იქვე მდებარე ბარში შევიდნენ,როგორც ყოველთვის სალომე და ლუკა ერთად დასხდნენ,საჭმელი შეუკვეთეს და მარი ელოდებოდა რომ პირველ ლუკმას ლუკა აჭმევდა,მარის და ლუკას წესად ჰქონდათ რომ პირველი ლუკმა ეღთმანეთისთვის უნდა ეჭმიათ,მაგრამ ამჯერად შეცდა,პირველი ლუკმა ლუკამ სალომეს აჭამა.მარის ამის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა და ვინმეს რომ არ დაენახა ადგა
ანი:სად მიდიხარ?
მარი:გავივლი და მოვალ
ანი:კაიც
ანი ჩუმად გაჰყვა მარის და დაინახა თუ როგორ იბანდა მარი ცრემლიან თვალებს,ანი ფიქრობდა რომ მარის ლუკა უყვარდა,მაგრამ ვერ ამტკიცებდა და ამ ამბავმა უფრო დაარწმუნა მის აზრში.
ანი შევიდა და მარის უთხრა:გიყვარს ხომ?
მარი:ვინ?
ანი:კაი რა რას მოამტყუილებ მე
მარი:რა უნდა მოაგტყუილო?
ანი:გიყვარს ხომ?
მარი:ვინთქო?
ანი:ვინ და ლუკა ვითომ ვერ ხვდები
მარი:აუ ყველა ამ კითხვას რატომ მისვამს
მარი გაბრაზდა და და იქედან გამწარებული სახლში წავიდა,ანი კვლავ სუფრასთან დაჯდა
გიო:ამას რა მოუვიდა
ანი:არაფერი და ანიმ ლუკას გახედა
ლუკა:მე რატო მიყურებ
ანი:მომეწონედა მიტო:):):)
გიო:მე ვჭამე და არ წავიდეთ?
ანი:ოჰ გაძღა ბიჭი:)
ლუკა:კაი ხო წავედით
ანი სახლში როგორც კი მივიდა საბას დაურეკა
ანი:ალო საბა შენ ხარ?
საბახ მე ვარ,ანი შენ ხარ?
ანი:ხო მე ვარ
საბა:რამ შეგაწუხა
ანი:შენი და სახლშია?
საბა:კი მოვიდა ატირებული
ანი:აუ დღეს თუ შეგიძლია რომ მნახო
საბა:კი როგორ არა
ანიმ მისამართი მისცა და ტელე გათიშა
საბამ ჩაიცვა და ანისთნა შესახვედრად წავიდა
საბა:ანი მოვედი და რა იყო
ანი:მოკლედ საქმე მაქვს შენთან
საბა:რა საქმე?
ანი:გახსოვს მაშინ რომ მითხარი ლუკას დაბდღე რომ იყო იმ დღეს,რაღაცას ვხვდებიო,რა იგულისხმე იმაში?
საბა:ჯერ შენ მითხარი რატო დამიბარე
ანი:ბევრ ახსნას და ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი რომ მარის ლუკა უყვარს
საბა:საიდან იცი?
ანი:ვიცი
საბა:შენ წარმოიდგინედა ეგ ვიგულისხმე მაშინ
ანი:ეს ამბავი მე და შენ უნდა გავარკვიოთ
საბა:აბა დამამტკიცებელი საბუთი მითხარი საიდან იცი?
ანი:ანუ რაც ლუკას ლოვე ჰყავს მის მერე სულ შეიცვალა,სხვანაირი გახდა,დღეს კიდე ლუკამ სალომეს საჭმელი აჭამა და ამაზე ცრემლები წამოუვიდა და როცა ვკითხე გიყვარსო აყვირდა და იქედან გამოიქცა,აბა შენები მითხარი
საბა:ლუკას სახლში ვერ ახსენებ,ტელეფონზე როცა ურკეავს არ პასუხობს,ლუკას დაბდღეზე ლუკას და სალომეს გაუჭრიათ ტორტი და ეს სახლში ატირებული მოვიდა.
ანი:ამ ყველაფერს მე რვეულში ვიწერ და საყოფ მასალას რომ მოვაგროვებ,მერე პირზე წავადგებით და მერე რაღას იზავს.
საბა:ყოველდღე მეხმიანები
ანი:ან რამეს რომ გაარკვევ
საბა:დიახ ანუ ერთად ვმუშაობთ,მარი შენზე გამოძიება დაიწყო
ანი: :):):) სულელო:)
საბა:სულელი მე კი არა ჩემი დაა,იტანჯება აქ
ანი:ისე ხო შეიძლება არ უყვარდეს
საბა:მაგ საკითხზე კი არ მიფიქრია
ანი:ხო შეიძლება არ უყვრადეს,ესეც საფიქრალია
საბა:შანსი არაა უყვარს,აბა რატო არ ელაპრაკება
ანი:აბა რატო ეჭვაინობს
საბა:შანსი არააა უყვარს
ანი:კი უეჭველში უყვარს:):):)
ამის შემდეგ ანიმ და საბამ მარის "კვლევა" დაიწყეს,ამასობაში გადიოდა დრო და მარი არ იცვლებოდა ისევ ისე მოწყენილი და ჩაკეტილი იყო.ერთ დღეს ანის მისმა ერთმა მეგობარმა უთხრა რომ:ანი მარის ლუკა ხომ არ უყვარსო
ანი:რატომ გგონია ეგრე?
ლიკა:მიდი დააკვირდი აბა,სალომე და ლუკა ერთმანეთსრომ ეხუტებიან მარი რა სახით უყურებს
ანი:ანუ დარწმუნებული ხარ?
ლიკა:კი რამდენჯერმე ცრემლიც შემინიშნია
ანი:ჩემი გოგო
ლიკა:რა იყო?
ანი:გოგო ეგ მეც ვიცი რომ მარის ლუკა უყვარს მაგრამ ვერ ვაღიარებიეთ მარის
ლიკა:მე რატო არ მითხარით
ანი:ტყუილი რომ ყოფილიყო
ლიკა:განა ასე მარტო მე ვფიქრობ
ანი:აბა ვინ ფიქრობს კიდე?
ლიკა:გიოც ეგრე ფიქრობს,თათიაც თიკოც,ირაკლიც
ანი:გადამრევთ თქვენ რა,ყველა თუ ეგრე ფიქრობთ ჩვენ რატო არ გვითხარით
ლიკა:ვინ თქვენ?
ანი:მე და საბას?
ლიკა:მარის ძმას?
ანი:ხო
ლიკა:მაგან რაღა იცის
ანი:მაგან იცის თუ იცის
ლიკა:მოიცა დანარჩენბსაც მოვიყვან
ყველა შეიკრიბა,ანიმ დაიწყო
ანი:ესეიგი ყველას გგონიათ რომ მარის ლუკა უყვარს
ირაკლი:გვგონია არა ეგრეა
თიკოც:ხო ეგრეა
ანი:აბა ყველამ დამისახელოს მიზეზები
ყველამ ჩამოუთვალა მიზეზები
ანი:ანუ მე და საბაც მაგის დამტკიცებას ვაპირებთ და ეხლა ერთად შევეცადოთ
ამის მერე დაიწყეს გუნდური "კვლევა"მარიზე.
ორი თვის შემდეგ საკმარისი მასალა მოაგროვეს,მარისთან მივიდა მთელი სამეგობრო ,ლუკას და სალოს გარდა,მარი "შეიმწყვდიეს"თავის ოთახში.
მარი:ვაიმე ხალხო რა სახეები გაქვთ მოხდა რამე?
ირაკლი:დიახაც მოხდა
მარი:და რა? ლუკას მოუვიდა რამე?
თათია:პირველი ლუკა რატომ გაგახსენდა?
მარი:ეგ არ არის აქ და მიტო
თიკო:მასე სალომეც არ არის და არც დათო
მარი:რა იყო დაკითხვაზე ვარ
ირაკლი:შეიძლება ითქვას კი
მარი:რა ხდება
და მთელმა სამეგობრომ ერთხმად დაიყვირეს :"აღიარე რომ ლუკა გიყვარს"
მარი:თქვენ გაგიჟდით და მარიმ საბას გახედა
ირაკლი:შენი ძმა არაფერ შუაში არა ჩვენ თვითონვე მივხვდით მაგას
მარი:რას ?
ლიკა:გოგო ნუ იშტერებ თავს და ჩვენც ნუ გვაშტერებ
მარი:არ მიყვარს ეგ თქვენი ლუკა
ირაკლი:გიყვარს
მარი:არაა და მარი ოთახიდან გავარდა,უცებ უკან მობრუნდა და ხმამაღლა თქვა:"დაგიმტკიცებთ" და ისევ წავიდა,ირაკლიმ მიაძახა "რას დაგვიმტკიცებ",რასდა იმას რომ ლუკა არ მიყვარს.
მეგობრებმა მოიწყინეს,ნუთუ ტყუიალვიწვალეთ ამდენიო:(
საბა:ნუ გეშინიათჯერ ყველაფერი წინაა
ირაკლი:მართლია,საინტერესოა რითი დაგვიმტკიცებს
ლიკა:იმედი ბოლოს კვდება
მეგობრები წავიდნენ და მალევე მარიც დაბრუნდა სახლში,ჩართო კომპი და დაუწყო ბიჭებს ძებნა,დიახ მისი გეგმა ასეთი იყო რომ,მეგობრებისთვის დაემტკიცენა რომ ლუკა არ უყვარდა და ამას შეყვარებულის ყოლით დაუმტკიცებდა
მარიმ მართლაც გაიცნო ერთი ბიჭი და მალე შეყვარებულებიც კი გახდნენ,ერთ დღეს მარიმ გადაწყვიტა მეგობრებისთვის ეჩვენებინა რომ ლუკა არ უყვარდა და გადაწყვიტა ლევანი წაეყვანა იქ სადაც მარი დამისი მეგობრები იკრიბებოდნენ
მარი:ლევანი დღეს ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
ლევანი:ვა კარგია მე ვაპირებდი მაგრამ ჯერ შენსას გავიცნობ და მერე გაგაცნობ ჩემსას.
მარი:კაიც:*
ლევანი:ეხლა წავიდეთ?
მარი:კი რამე პრობლემა ხომ არ არის
ლევანი:არანაირი
მარიმ მართლაც მიიყვანა თავის სამეგობროში ლევანი და მეგობრებმა გაკვირვებული სახით გახედეს ამ წყვილს,აწი დაიწყო მეორე სერია,ეხლა უკვე საინეტერესოა ლუკა რას იზავს,ლუკას სახე მათი დანახვისთანავე შეეცვალა სალომეს უცებ გაუშვა ხელი და მარისკენ წავიდა
ლუკა:მარი ეს
მარი:ხო ლუკა ეს ისა მე ვიზეც გეუბნებოდი
ლუკამ ხმა ვეღარ ამოიღო ბოლოს კი თქვა
ლუკა:კარგია,მე ლუკა მქვია
ლევანი:ლევანი,სასიამოვნოა
ლუკა:ჩემთვისაც
მარიმ ყველას გააცნო ლევანი,მეგობრები კი გაკვირვებულები იყურებოდნენ,ჯერ გონსაც ვერ მოსულიყვნენ,ლიკამ ანის გადასჩურჩულა
ლიკა:ანი როგორი გახარებულია მარი მგონი მართლა არ უყვარს ლუკა
ანი:შენ მასწვალი შანსი არაა აუცილებლად უყვარს
ლიკა:რავი არამგონია
ანი:ისე ლუკას სახე დაამუღამე რა სახე დაკერა
ლიკა:ხო და გეგონებოდა ლუკასაც უყვარსო
ანი:მეც ეგ ვიფიქრე
ლიკა:ვაიმე ეხლა ამას თუ შეუყვარდა მერე ნახე შენ
ანი:ვაი მერე ჩვენ
ამ დღის შემდეგ ლუკა სალოს მიმართ შეიცვალა ისეთი თბილი აღარ იყო,მანაც დაიწყო მარივით მოწყენა,სახლიდან აღარ გამოდიოდა,აგრესიული გახდა.
ანი:ვაიმე ეხლა ეს მიხვდა რომ მარი უყვარს და ამას როგორ უნდა ვაღიარებიოთ
ლიკა:ვაიმე ეს ბიჭია და კიდე რაღაცას იზავს
ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეტრიალდა მარი იყო თითქოსდა ბედნიერი და ლუკა კი სევდიანი გახდა მალე სალომეს მიმართ ცივი გახდა,ამას მათი ჩხუბი მოჰყვადა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ლევანი და მარი კი სულ ერთად იყვნენ,ერთმანეთს არ შორდებოდნენ,
ეხლა ლუკაზე დაიწყეს "კვლევა",მაგრამ ვერაფერი ვერ დაამტკიცეს უბრალოდ მოწყენილი იყო და მარის მსგავსად ისეთი სუსტი არ აღმოჩნდა,არავის არ აგრძნობინებდა იმას რომ ეჭვიანობდა,მეგობრები როცა ეკითხებოდნენ რატომ ხარ ასე მოწყენილიო მიზეზად სალომეს ასახელებდა,მეგობრები ამ პასუხს ჯერდებოდნენ,ერთხელ მეგობრებმა გადაწყვიტესსადმეწასულიყვნენ ბუნებაში,მართლაც წავიდნენ,მარის რათქმაუნდა ლევანი ახლდა,ისინი განმარტოვებითისხდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ ლუკა კი გაშტერებული უყურებდა მათ, და უცებ სახეზე რაღაც თბილი იგრძნო,უცებ გონს მოვიდა და იგრძნო რომ ეს ცრემლი იყო,მაშინვე მოიწმინდა და გასეირნება გადაწყვიტა,მიდიოდა და თან მარიზე ფიქრობდა,ვერდაეჯერებინა რომ მარი როგორც გოგო ისე უყვარდა,მაგრამ ბოლოსმაინც გაიფიქრებდა უბრალოდ ერთად ყოფნას მიჩვეული ვიყავით და ამიტომ ვერ ავიტენეო და ფიქრებიდნ გამოდიოდა,ბოლოს ამაში თავისი თავიც დაარწმუნა,ამიტომ სალომესთანმივიდა და შერიგებასთხოვა,სალომეს მართლაც გულწრფელად უყავრდა ლუკა და ამიტომ შერიგდნენ,მეორე დღეს ლუკა სალომესთან ერთად მივიდა სამეგობროში,მარიმ როცა ეს დაინახა ცოტა არ იყოს მოიწყინა მაგრამ არ შეიმჩნია და ისევ ლევანისთან განაგრძო საუბარი,ლუკა ხანდახან გახედავდა მარის ,მარიც გამოხედავდა და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმებდნენ ერთმანეთს.
________________________________________________________________________________________________
ასე გადიოიდა დღეები,ლუკა და სალომე ერთად იყო,მარი და ლევანი კი ერთად,მეგობრები ხვდებოდნენ რომ ეს ორი წყვილი ერთმანეთს ვერ ეგუებოდა მაგრამ ხმას არ იღებდნენ,იცოდნენ რომ მარისაც ჰქონდა ლუკასადმი გრძნობები და პირიქით ლუკას ჰქონდა მარისადმი გრძნობები,მაგრამ ორივე დუმდა არცერთიარ იღებდა ხმას, ასე ხმაამოუღებლად იტანჯებოდა მარის და ლუკას სიყვარული,და შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ასე დატანჯულიყო. გავიდა ერთი წელი და მეგობრებმა ვეღარ გაუძლეს ლუკას და მარის ტანჯვასამიტომ გადაწყვიტესს ლუკასთვის და მარისთვის სიმართლე ეთქვათ.
ლიკა,ანი,თიკო და თათია-ლუკასთან წავიდნენ სიმართლის სათქმელად, ირალი და გიორგი კი მარისთან.
ლუკა:ვა რა ხალხი გამოჩნდა შემოდით შიგნით
ლიკა:გარეთ გამო რა სალაპარაკო გვაქვს
ლუკა:შიგნით არ შეიძლება:)
თიკო:კი არ გამოვა ეხლა გარეთ
თათია:შენ არ იკადრო გარეთ გამოსვლა მზემ არ შეგაწუხოს
ლუკა:კაი ხო კაი კი ნუ შემჭამეთ:):):)
ლიკა:მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით რომ მარის უყვარხარ
ლუკა:მაგ მე ც კი ვიცი რომ ვუყვარვარ
ანი:არა როგორც მეგობარი
ლუკა:მოწიეთ შუბლები სიცხე ხომ არ გაქვთ:)
ანი:არანაირი სიცხე არ გვაქვს,მარის ისე უყვარხარ როგორც ბიჭი
ლუკამ გემრიელად გადაიხარხარა
თიკო:რა გაცინებს ბიჭო
ლუკა:რა სისულელეს ამბობ
ლიკა:არაფერი არა რის სისულელე უბრალოდ სიმართლე გითხარით,და ისიც ვიცით რომ შენც გიყვარს მარი და ამის სათქმელად ბიჭები წავიდნენ მარისთან
ლუკა:არა რა შანსი არაა დავიღუპე
ანი:დაიღუპე კი არა აშენდი და ვერ მიმხვდარხარ
თათია:როდემდე უნდა მალო ეს სიყვარული,შენი მეგობრები ვართ და ვერაფერსვერ გამოგვაპარებ
ლუკას ხმა აღარ ამოუღია,დაემშვიდობა ბავშვებს და სახლში შევიდა
ეხლა გადავხედოთ მარისთან რა ხდება
მარი:ვა შემოდით შიგნით გოგოები სად არიან
ირაკლი:ლუკასთან
მარი:თქვენ რატო ხართ აქ
გიო:სიმართლის სათქმელად
მარი:რა სიმართლის
ირაკლი:ვიცით რომ შენ ლუკა გიყვარსდა ამიტომ გეტყვით რომ ლუკასაც უყვარხარ
მარი:თქვენ ვერახართ ხომ?
ირაკლი:ჩვენ ვერა კი არა ირაკლი და გიორგი ვართ მაგრამ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ ჩვენ
მარი:რაებს ბანდალობთ რა ლუკა მიყვარს და რა ლუკას ვუყვარვარ
ირაკლი:გოგოები ლუკასთან არიან სიმართლე უნდა უთხრან
მარი:რა გააფრინეთ
ირაკლი:ჩვენ არადა შენ და ლუკამ კი
მარი:აუ ნუ ბანდალებთ რა მე ლუკა როოგრც ძმა ისე მიყვარს
ირაკლი:რას მოგვატყუილებ გოგო ჩვენ
მარი:მარი გაბრაზდა და სახლში შევარდა
და დაიწყო ლუკაზე ფიქრი,ნეტა მართლა ვუყვარვარ,მაგრამ ეგ შეუძლებელია ეგ როგორც დას ისე მიყურებს
ასევე ლუკაც ფიქრობდა მარიზე.
მარიმ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ ლუკა დაევიწყებინა ამიტომ,ლევანის და მარის კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგათ მათ ურთიერთობაში,დიახ სწორად მიხვდით დაქორწინებაზე უნდა ეფიქრათ.
მარი:ლევანი შენთან საქმე მაქვს და დღეს იქ შევხვდეთ სადაც ადრე ვხვდებოდით
ლევანი:რა ხდება
მარი:მოხვალ და გეტყვი
ლევანი:აბა მარი რა საქმე გაქვს
მარი:რამდენი ხანია რაც ასე ვართდროა ჩვენ ურთიერთობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ
ლევანი:მარი ამას შენ მეუბნები
მარი:ხო რა იყო?
ლევანი:არა გამიკვირდა,მეც რამდენი ხანია მინდოდა ამის თქმა მაგრამ ვერ ვბედავდი
მარი:ანუ კი ხო
ლევანი:კი
ასე გადაწყდამარის და ლევანის ქორწილი.მარი მაშინვე ლევანისთან ერთად წავიდა მეგობრებთან და ყველას განუცხადა რომ ის და ლევანი ქორწინდებოდა,ამ ამბავმა ყველას გაკვირვება გამოიწვია,ამას მართლა არ მოელოდნენ,ლუკას მაშინვე შეეცვალა სახე და ყველამ ლუკას გახედა
ლუკა:ყველამ მე რატო გამომხედეთ
ლიკა:შენ არ აპირებ დაქორწინებას
გიორგი:გვაინტერესებს
ლუკა:არა რატო უნდა ვაპირებდე ჯერ
ირაკლი:არა ერთად გადაიხდიდით და უფრო მაგარი იქნებოდა
ლუკა:არა მანამდე სხვა გეეგმები გვაქვს მე და სალომეს
ლიკა:კაი ხო
თიკო:როდის გაქვთ ქორწილი თქვენ?
მარი:არ გადაგვიწყვეტია,ხვალ გეტყვით ყველაფერს
ლიკა:ხვალინდელ დღეს ველოდებით
ლუკა:რას დგახართ ასე,მიულოცეთ ეხლა ეს ამბავი,და ასე მშრაალდ უნდა ჩავატაროთ ეს ყველაფერი?
ლიკა:არ ვიცი ერთი წამო სადმე ვიქეიფოდ
იმ საღამოს რესტორანში წავიდნენ
მალე მუსიკის ხმა გაისმა,მარისთან ლუკა მივიდა
ლუკა:თუ შეგიძლია ერთი ცეკვა მაჩუქოთ
ლევანიმ თვალით ანიშნა,მარიც ადგა,ცეკვაც დაიწყეს
ლუკა:რა ლამაზი ხარ დღეს
მარი:მადლობა
ლუკა:გილოცავ
მარი:მადლობა,და შენ არ აპირებ ჯერ ქორწილს?
ლუკა:არა მე არვაპირებ
მარი:რატო?
ლუკა:რავი
მარი:კაიც
ლუკა:ხო მართლა გიყვარს?
მარი:კი მიყვარს
ლუკა:ხო იცი შენ ტანჯვას მე ვერ ავიტან
მარი:ვიცი შენ ხომ ჩემთვის ძმასავით ხარ
ლუკა:ხო შენ კიდე დასავით
მარი:უი მუსიკა დამთავრებულა:)
ლუკა:ხო არც გაგვიგია
მალე სუფრას მიუსხდნენ,და ცოტა ხანში გაუბერეს,ცეკვავდნენ,სვავდნენ და გვიან დაიშალეს.
მეორე დღეს, საღამოს 6 საათი იქნებოდა,მარი და ლევანი კვლავ მივიდნენმეგობრებთან და განუცხადეს რომ ქორწილი 1- ივლისს ექნებოდათ,ამ დროს ლუკა ფეხზე წამოდგა და მანაც განაცხადა
ლუკა:რა დამთხვევაა მე და სალომეც მაგ დროს მივდივართ სამოგზაუროდ
ლიკა:აუ შენ ქორწილში არ იქნები ხო?
ლუკა:მოვალ და მალე წავალ
ლიკა:ეგეც კაი დაგემშვიდობებით მაინც
ლუკა:ხო
ქორწილის დღეც მოვიდა
მარი მართლაც ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ სახეზე ბედნიერება ნაღდად არ ეტყობოდა
ლიკა:გოგო რა ჩამოგტირის სახე,გაიღიმე დღეს ხომ შენი დღეა
მარი:ხო მაგრამ
ლიკა:რა მაგრამ
მარი:ლევანი არ მიყვარს
ლიკა:ეხლა ამბობ ხომ მაგას
მარი:ლუკა მიყვარს
ლიკა:არ ხარ შესაცოდებელი ,რამდენი ხანია გიძახით რომ აღიარეთქო და იძახი არ მიყვარსო
მარი:აწი აზრიც აღარ აქვს
ლიკა:ხოეგ მართლია,მთელი ცხოვრება უნდა გაატარო იმასთან ვინც არ გიყვარს
მარი:რა ვქნა შევიყვარებ
ლიკა:ვერ შეიყვარებ,რადგან შენს გულში ლუკას გარდა არავის ადგილი არ არის
მარი:რომც არ იყოს აწი ვეღარაფერს შევცვლი
ამ დროს ოთახში ლუკამ შემოყო თავი სალომეს ეძებდა და რომ ვერ დაინახა წავიდა ,მაგრამ მაშინვე მობრუნდა და მარის შეხედა
ლუკა:დედოფალი კი არა პრინცესა გვყავს რა
ამაზე სამივეს გაეცინა
ლუკა:უი მართლა სალომე ხომ არ გინახიათ
ლიკა:ჯიბეში მყავს:):)
ლუკა:აუ შენი ენა მანახა რამხელააა
ლიკა:დიდი შეიძლება მქონდეს მაგრამ შენ ვერ გაჯობებ
ლუკა: :):):):) კაი წავედი მე,თორე დამეკარგა შეყვარებული:)

მარი ეკლესიაში შევიდა და დაინახა რომ ლუკა მიდიოდიდა,რადგან აეროპორტში აგვიანდებოდა.
მარის ყველა მეგობარს მოწყენილი სახე ჰქონდა რადგან მალე მარის და ლუკას სიყვარული მოკვდებოდა.
ცერემონიალიც დაიწყო და მარის ნერვუილობა დაეტყო,უცებ შეტრიალდა და გაიქცა,ხალხი გაკვირვებული იყურებოდა,ლიკა უკან გაყვა და ორივე აეროპორტში წავიდა
ლიკა:გიჟი ხარ?
მარი:როგორც გინდა ისე ჩათვალე მაგრამ მე ლუკა მიყვარს და მას ვერ დავკარგავ
ლიკა:მდენ ხანს სად იყავი
მარი:ამდენ ხანს ვერ ვბედავდი
აეროპორტში მივიდნენ და ლუკა უკვე კიბეებზე ადიოდა მარი დადგა კიბეებთან და ხმამღლა დაიძახა:" ლუკა ვიცი რომ გიყვარვარ"ლუკამ უცებ უკან მოიხედა,გაუღიმა და წავიდა,წავიდა ისე რომ უკან აღარ მოუხედავს,დატოვა თავისი სიყვარული,არც დამშვიდობებია,მათ ხომ ასე ძალაინუყვართ ერთმანეთი.
მარი სადედოფლო კაბით დადიოდა ქუჩაში ყველა ეკიდა,ხალხი მასზე იცინოდა,ზოგს კი ეცოდებოდა,და ერთ ორ შესაბრალებელ სიტყვას ესროდა. მარი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში,სახლში რომ შევიდა ყველა იმ დღის საქციელზე პასუხს ელოდა,მარიმ კი ჩაილაპარაკა არ შემიძლიაო და თავის ოთახში წავიდა.
მეორე დღე გათენდა,მარის კი ამ დღის გათენება არ უნდოდა,დღეს ხომ ყოველ საქციელზე პასუხს მოთხოვდნენრა უნდა ეთქვა დედამისისთვის,მამამისისთვის,ლევანისთვის და საერთოდ ყველასთვის,მარიმ ძალა მოიკრიბა და კიბეეზე დაგა და დაიწყო ლაპარაკი:" ვიცი ეხლა ლექციების წაკითხვას დამიწყებთ,ჭკუას დამარიგებთ,მაგრამ მანამდე ჩემსასგეტყვით,მე ლევანი არ მიყვარს,ლევანის იმოტომმივყვებოდი ცოლად რომ ლუკა დამევიწყებინა მაგრამ მივხვდი რომ ამას ვერ შევძლებდი,ხო მე ლუკა არ მიყვარს მე მასზე ვგიჟდები,ჩემი ცხოვრებაა ,მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ,(მარი ამას რომ ამბობდა თან ტიროდა) ის ჩემი ცხოვრების აზრია,მის გარეშე ჩემი ცხოვრება ცარიელია,ლევანი მინდა ბოდიში გითხრა ამ ყველაფრისთვის,დედა მაა და ყველას ბოდიშს გიხდით და ეხლა მე გისმენთ. მარიმ ეს დაამთავრდა და ყველას სახეზე მწუხარება დაინახა,ყველა მაშინვე შეტრიალდადა და თავის საქმეს დაუბრუნდნენ,მარი ფიქრობდა :"ნუთუ არფერი არ მითხრეს,რატომ მე ხომ ასეთი რამ ჩავიდინე,ნეთავ მაპატიეს,ლევანიმ მაპატია?ვაიმე არ მჯერა"ამას ფიქრობდა როცა მასთანლევანი მივიდა გაბრაზებული სახით,მარის შეეშინდა
მარი:ლევანი
ლევანიმ მარი გააჩუმა
ლევანი:ჩუ არაფერი არ თქვა
მარი:ლევანი მე ხომ შენ
ლევანი:ნუ ლაპარაკობთთქო,მე ყველაფერი გააპტიე
მარი:ლევანიიიიიიიიიი
ლევანი:ხო გაპატიე,მე ვიცოდი შენ რომ ლუკა გიყვარდა
მარი:მაშინ ჩემზერატომ ქორწინდებოდი
ლევანი:მაინტერესებდა სანამდე დამალავდი იმ წმინდა გრძნობას
მარი:კი მაგრამ ორივეს თანხმობა იყო საჭირო და მე და შენ ცოლ-ქმარი ვიქნებოდით
ლევანი:მერე ვინ გითხრა რომ მე თანხმობას ვიტყოდი
მარი:ლევანი მიყვარხარრრრრ
ლევანი:მე კი არა ლუკა გიყვარს
მარი:ის ხომ წავიდა და მიმატოვა
ლევანი:იმედი ბოლოს წყდება
მარი:ხო მაგრამ ის სალომესთან არის
ლევანი:მოითმინე ხომ დაბრუნდება სულ იქ ხომ არ რჩება
ერთი კვირის შემდეგ მარი იქ წავიდა სადაც ის და მისი მეგობრები იკრიბებდნენ და რათქმაუნდა კვლავ ლუკაზე ფიქრობდა,ამ დროს ლევანი მივიდა მასთან
მარი:ლევანი აქ რა გინდა
ლევანი:რავი მომენატრა ჩვენი გიჯაობა
მარი:მე კიდე ერთი მომენატრა
ლევანი:მერე რატომ რა უძახი
მაირ:რომ დავუძახო მოვა თუ რა
ლევანი:რა იცი მოსინჯე
მარი:ნუ მეკაიფები ერთი შენ:)
ლევანი:ღმერთს გულით სთხოვე და შეგისრულებს
მარი:ისე ნათქვამია ხომ:" თუ გულით ისურვებ აგიხდებაო"
ლევანი:ზუსტადაც
მარი დადგა და ხმამღლა დაიყვირა:"ღმერთო ვიცი ხმას ვერ მოვაწვდენ შენამდე,მაგრამ მაინც ვცდი,ლუკა დამიბრუნე,ან რამეთი მაინც მანიშნე რომ ვუყვარვარ და დამიბრუნდება"
მარი 5 წუთი იდგა და შემდეგ მოწყენილი მობრუნდა და ლევანის უთხრა,ხო ხედავ არ დამიბრუნდება
ამ დროს გაიგონა ხმა:" ვინ გითხრა რომ არ დავბრუნდები"
მარის ეგონა ესმოდა და ყურებზე ხელი მიიჭირა,ამ დროს ლევანიმჩამოაწევინა ხელები
ლევანი:მარი რა გჭირს
მარი:ლუკას ხმა მომელანდა
ლევანი:ალბათ მოლანდებები დაგეწყო
მარის კვლავ მოესმა ხმა :" ხო გელანდები"
მარი:ვაიმე მემგონი გავგიჟდი
ლევანი:ნახე ღმერთმა განიშნა
მარი:ვაიმე ვუყვარვარ?
ისევ გაიიგონა ხმა:"კი მიყვარხარ"
ლევანი:არ გელანდება დაიძახე ლუკათქო და მოვა
მარიმ მართლაც დაიძახა
ლევანი:გაიხედე მანქანისკენ
მარიმ მართლაც გაიხედა და ლუკა დაინახა
მარი:ლუკააააა,აქ რა გინდა
ლუკა:შენ გამო დავბრუნდი
მარი:საიდან მომაგენი
ლუკა:მე არა ლევანიმ მომიყვანა
მარი:ლევანიიიიიიიიიი და მარი ლევანისკენ გაიქცა და ჩაეხუტა:"მადლობა"
ლევანი:მე კი ნუ მეხუტები ლუკას ჩაეხუტე
მარი:რატომ გააკეთე ეს?
ლევანი:იმიტომ რომ მიყვარხარ
მარი:მერეე
ლევანი:არაფერი,უბრალოდ იყავი ბედნიერი
მარი:მადლობა მიყვარხარ უზომოდ
ლევანი:გოგო ნუ მიეჭვიანებ ბიჭს:)
მარი:საზიზღარო
მარი და ლუკა ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ხმამღლა დაიყვირეს:"ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს" მეგობრებმა კი მიაძახეს:"თქვენ ერთმანეთზე გიჟდებით"
ამ დღის მერე მარი და ლუკა ერთად იყვნენ,და მალე დაქორწინდნენ,
და სალომე სად წავუდა?სალომესთვის ლუკას ყველაფერი უთქვია ,და წამოსულა ,მისი აზრი არც მოუსმენია.

Tuesday, August 9, 2011

When life gets you down..

ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტები,როდესაც თავს ვგრძნობთ
ძალიან ცუდად,გვინდა მარტო ყოფნა,გადაკარგვა,შორს წასვლა..
ცხოვრება ხომ ხიფათებითაა სავსე და ჩვენ იძულებული ვართ
გავუმკლავდეთ მათ,არ დავნებდეთ და კვლავ წამოვდგეთ ფეხზე.
პრობლემები ძალიან ბევრია და ისენი დიდ ზემოქმედებას ახდენენ
ჩვენს ხასიათზე..ზოგჯერ ისე გამაღიზიანებლები ვართ მშობლების
მიმართ,მეგობრებთან და ზოგადად ყველასთან რომ,საერთოდ
არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს საუბარს..იმ დროს როგორ ვტკენთ
გულს ჩვენ საყვარელ ადამიანებს..განსაკუთრებით ეს ხდება
ეგრეთწოდებულ ''Teen'' ასაკში.როცა ვიღაც მოგწონს,მას
არ მოწონხარ.ამ დროს იწყება საკუთარ თავში ჩაკეტვა და შთაგონება
- ''ალბათ ძალიან მახინჯი ვარ და არასდროს არ შემიყვარებს''.
შეიძლება გადადგა ისეთი ნაბიჯი,რომელიც შემდეგში სანანებელი
გაგიხდეს.ალბათ თქვენც გსმენიათ ხშირია ისეთი შემთხვევები
ჩვენს ასაკში როგორიცაა ბიჭის გამო მეგობრის დაკარგვა და ა.შ.
რეალურად რომ ვიმსჯელოთ მივხვდებით რომ,Teen ასაკი საუკეთესო
წლებია ცხოვრებაში..არანაირი ოჯახური პრობლემები,უბრალოდ
ერთადერთი მოვალეობა სწავლაა,რომელიც ყველაზე მეტად გვეზარება.
სიყვარული,'ზმანები' და სილამაზე..ვითომ სიყვარული რომელსაც
მთელი გულით ვგრძნობთ,მაგრამ შეიძლება გავიდეს სულ რაღაც 2 კვირა
და ეს Love Story ახალმა ბიჭმა შეცვალოს..
ახლა კი ისმის კითხვა როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ პრობლემებს?!
მთავარია ყოველ დილით გაიღვიძო კარგ ხასიათზე!!დადგე სარკის წინ,
გაიპრანჭო და შენ თავს შთააგონო რომ ხარ ძალიან ლამაზი,გაიღიმო,
იპოვო შენი მე!! შემდეგ გახსენი საყვარელი ლეპტოპი,ჩართე საყვარელი მუსიკა
დადექი გარდერობთან,აირჩიე სამოსი,მოიზომე,ერხელ კიდევ
გაიღიმე,გალამაზდი და შეხედე შენს თავს სხვა თვალით..
მიხვდები რომ შენც ძალიან ლამაზი ხარ.. დაურეკე მეგობრებს,შეიკრიბეთ ერთად,ისაუბრეთ,
იჭორიკნეთ,გაანდეთ მათ თქვენი გულის ტკივილი და იგრძნობ
რომ ყველაფერი სხვაგვარადაა..იყავით ბედნიერიი და შექმენი
შენი ფერადი დღე შენით..
''როდესაც ცხოვრება მიედინება ქვემოთ,შენ შეგიძლია გააკეთო
არჩევანი - დარჩეთ სამუდამოდ ქვევით ან წამოდგეთ ზევით''
''თუ შთააგონებ შენს თავს რომ,მხოლოდ იმას გააკეთებ რაც დღეს
შეგიძლია,შენ ვერასდროს შეძლებ მეტს''
''მე მივხვდი რომ ''ცოცხალი'' და ''სიცოცხლე'' არ არის ერთიდაიგივე''
''თქვენი დრო შეზღუდულია,ამიტომ ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრენით.
გქონდეთ საკუთარი აზრი და ნუ შეეცილებით სხვას.იყავით გამბედავნი
და მიეცით თქვენს გულს სიცოცხლის საშუალება.დაისახეთ მიზანი,აი
დანარჩენი კი ყველაფერი მეორეხარისხოვანია''
''თუ იცი რომ ეს გზა მიდის ''ცუდ ფინიშამდე'',არ წახვიდე ამ გზით''
''თუ გსურს შეამოწმო შენი მეხსიერება,გაიხსენე რა შემაშფოთობელი
რამ მოხდა დაახლოებით 1 წლის წინათ''
''ყველაზე დიდი შეცდომა რასაც კი ცხოვრებაში დაუშვებთ,ეს არის იმის
გაფიქრება,რომ თქვენ დარჩებით მარტო..''


LoVe : ))

-ადამიანს უყვარს არა საჭიროებისთვის არამედ ბედნიერებისთვის !!!!
-არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უიმისობა მამაკაცში .
- არც შენთან ცხოვრება შემიძლია და არც უშენოდ !!!!!!
-სიყვარული არის ტკბილი ტკივილი გულში ...


-გაანადგურეთ სიყვარული და ჩვენი დედამიწა სამარედ გადაიქცევა ..
-განშორება გულს უფრო მოყვარულს ხდის !!!!!!
-გიყვარდეს და ბრძენიც იყო შეუძლებელია !!!!!
- დანაშაული არ არის რამდენჯერმე გიყვარდეს ...
-დიდი სიყვარული დიდი ტანჯვაა რადგან ვისაც უყვარს სწყურია შექმნის წყურვილის ....
-დრო არ კურნავს სასიყვარულო დარდს!!!!!! ......
-ერთგული სიყვარული წინააღმდეგობების გადალახვაში გვეხმარება !!!!

-ერთი შეხედვით ვერ მოკლავ სიყვარულს და თუ მოკლავ ერთი შეხედვითვე აღადგენ ....!!!!
-ვერ შეიყვარებ იმას ვისიც გეშინია და ვერც ის შეგიყვარებს ვისაც შენი ეშინია ..
-ვინც ჯერ გულზე არ დააკაკუნა ის კარზე ტყუილად აკაკუნებს !!!
-ვისაც ერთხელ უყვარდა მას აღარ შეუყვარდება !!!!!!!!
- მტანჯველი სიყვარული ჭეშმარიტი არ არის ..!..!..!..

-მტანჯველი სიყვარული ჭეშმარიტი არ არის !!!!!!
-მოტყუებული სიყვარული აღარ არის სიყვარული!!!!!
-ადამიანს მისი მეგობრების მიხედვით აფასებენ !!!! არასოდეს დაუმეგობრდე ადამიანს რომელსაც პატივს არ სცემ !!!!


ბავშვობის ნაცნობი სიტუაციები

ბავშვობა ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ბედნიერებით და ასევე ბევრი
დასამახსოვრებელი ფაქტით. მე შემოგთავაზებთ ბავშვობის ნაცნობ სიტუაციებს,
რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გადახდენია თავს ბავშვობაში.



გინდათ კრასკობანა ვითამაშოოთ?
- კიი, დედა ვაარ ! ( ყველა ერთად )


გათვლის დროს :
- ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც
გინდა შენ ამო-ირჩი-ე
- ჩქაარა, ჩქარაა ნუ ითვლიი, ჩქარა თქვი ფერიი!

ტალახში თამაშის დროს:
- პასკა პასკა გამოცხვიი, პასკა პასკა გამოცხვიი...
- ჩემი რა ლამაზი გამოვიდა♥



ვიხილები და მოვდივარ! ვინც არ არის დამალული - ჩემი ბრალი არ არის.
ვინც ჩემს უკანაა, ვინც ჩემს გვერდითაა დასტუ-კებუ-ლიააა !..

ვისაც უნდა თამაში, ხელი ჩაყოს ამაში,
სამ საათზე იკეტება ჩვენი ავტო გა-რა-ჟი

- დებილოოო :P
- დებილი თავი გაბია !



რეზინობანას თამაშის დროს:
- ფეხი დაგედგა!
- არაა, მართლა არ დამიდგამს
- როგორ არა, დავინახე!
- "სამართალმა პური ჭამოს"

სპილო მიდის ბაქო-ში, კიტრი მოხვდა ტაკო-ში
ბაყაყები იძა-ხიან ვოტ ტაკოი ხა-რო-ში :D

მგელო, მგელო, პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამიაააა, პირი არ დაგიბანიააა


დახუჭობანას თამაშის დროს:
როცა გეტყვი ი მაშინ გამოდიი!, როცა გეტყვი ე არ გამოხვიდეე !
იი გამოდიიი! ეეეე არ გამოხვიდეე!

ვითვლი ! მიწას ხელი, ცას ხელი, მე გავითვლი, სხვა ვერა!



- ნეკი ნეკისაა, შერიგებისაა, ვინც არ შერიგდეეს, დედა მოუკვდეეს!
თუ იტყოდნენ რომ დედა მოუკვდესო, მაშინ შევურიგდებოდით,
თუ ჭიქა გაუტყდეს იტყოდნენ არ ვურიგდებოდით : )

დახუჭობანას თამაშის დროს :
- ვინც იხილოს, იხილოს, შავ კუბოში იძინოს!

ერთი,ორი,სამი სამი კაპიტანი ვალოდია მეფე ნინო პატარძალი ნინომ დაჰკლა ქათამი, არ მაჭამა ქათამი. გავიხედე ბალკონზე მეფე იჯდა გარშოკზე.:D

ესა,მესა გადის ესა ავაშენებ სასახლესა შიგ შევა მელა აბა დელი-დელა....




ათაქ თუთაქ თუთაქო ჯონჯორიკის მუთაქო აქოოო, ბაქოოო ვის გაიყვან თქვასო
- მე გავიყვან ჩემს თავს
-ეეე მასეთებს არ ვართ (ყველა ერთად)

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო!
აღარ მინდა თამაში გავათავე ლავაში...

რას მიყვირიხარ შენი გაზრდილი ვარ!?


აჩუ, აჩუ ცხეენოო! საით გაგა-ჭეენოო!



დახუჭობანას თამაშის დროს :
- დედაშენს რა ჰქვია?
- მაია ( მაგალითად )
- მ-ა-ი-ა-, 40-მდე უნდა დაითვალო !
- ნჩ,ნჩ,ნჩ,ნჩ.... ( ნელა, ჩქარა )
- სტოპ!
- 40-მდე დაითვალე, ჩქარა.

-----------------------------------------------------------------------------------------------
მენატრება !!! :(

შანელის ჩანთები 2011 წლის ზამთრისათვის










Monday, August 8, 2011

H&M AW '11 Collection




















მაკკენზი ფოი

მაკკენზი ფოი -კიდევ ერთი ულამაზესი ბავშვი სამოდელო ბიზნესში. გოგონას გაუმართლა როგორც სამოდელო, ისე სამსახიობო კარიერაში და მას იღებენ "ბინდის" მეოთხე, დასკვნით ნაწილში, სადაც მაკკენზი ბელასა და ედვარდის შვილის- რენესმის როლს შეასრულებს.