Monday, August 8, 2011

H&M AW '11 Collection




















მაკკენზი ფოი

მაკკენზი ფოი -კიდევ ერთი ულამაზესი ბავშვი სამოდელო ბიზნესში. გოგონას გაუმართლა როგორც სამოდელო, ისე სამსახიობო კარიერაში და მას იღებენ "ბინდის" მეოთხე, დასკვნით ნაწილში, სადაც მაკკენზი ბელასა და ედვარდის შვილის- რენესმის როლს შეასრულებს.





Dream Out Loud.

დისნეის ვარსკვლავმა სელენა გომეზმა გამოუშვა თავისი ტანსაცმლის ხაზის ახალი კოლექცია.
რომელსაც სახელდ ეწოდა Dream Out Loud. გომეზმა თავადვე მოიწყო ფოტოსესია ტანისამოსის რეკლამირებისთვის.







♥ - იცი არასდროს გავთიშავ ტელეფონს როცა შენი ზარი შემოვა ..
არასდროს გეტყვი რომ მეზარება ჩაის გაკეთება მე ხომ
ვიცი როგორ გიყვარს როცა შენზე ვზრუნავ...
არასდროს წავალ სხვასთან ერთად იქ სადაც შენი თავი გამახსენდება..
და არასოდეს ვეტყვი ჩვენ ბავშვს რომ მე ის შენზე მეტად მიყვარს..
იცი ვერავინ წამართმევს შენს თავს ..რადგან მე შენ უკვე შიგნით მყავხარ გადამალული..
ვიცი გიჭის ჩემი ატანა,მაპატიე რომ ესე გადაგღალე მე მხოლოდ ჩემთან ყოფნისთვის გღლიდი..
არასდროს დაგიჭერ თუ წასვლას გადაწყვიტავ უბრალოდ შენი ბედნიერება ყოველთვის გამიხარდება...
შენთან ვიქნები და შევეგუები იმასაც რომ ათასობით ქალი გეხვევა და გკოცნის,
შევეგუები იმასაც რომ იგივე სიტყვებს რა სიტყვებითაც მე მაღვიძებ სხვასაც გააღვიძებ
არც ის მეწყინება რომ ჩემი ნაყიდი ბეჩედი რომელიც მე ეხლაც აქ მიდევს და უბრალოდ მეშინია
ეს ყველაფრის დამთავების შემდეგ არ დაიკარგოს რომ არ მოგეწონოს..
არც იმას შევიმჩნევ სახლიდან გასვლის წინ რომ დაგავიწყდეს და არ მაკოცო..
იცი ყველაფერი სიზმარიც რომ იყოს და შენ არ არსებობდე..
არც მაშინ დამწყდება გული ვიცი რომ იმ სიზმარშიც შევძლებდი შენთვის ყველაფერი გამეფერადა...
უბრალოდ მზის ამოსვლის შემდეგ რომ თვალებზე გაკოცო და გითხრა მიყვარხარ ესეც საკმარისია ჩემთვის...
მეყვარები დღესაც ..ხვალეც და კიდე იმდენი ხანი რამდენიც შენი ბედნიერებისთვის იქნება საჭირო..
ყოველთვის შეგახსენებ რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი შენთან და რომ მე შენ მიყვარხარ..
ერთი წამითაც არავის დავაყენებ შენზე წინ თუნდაც ვიცოდე რომ ამას მაინც ვერასდროს გაიგებ...
წავალ ..წავალ და დაგტოვებ განა იმიტომ რომ არმიყვარხარ..არა იმიტომ რომ დავინახე მასთან უფრო კარგად გრძნობ თავს..
არასდროს შემრცხვება რომ ესეთი ხარ და ყოველთვის ვიამაყებ შენით...
უბრალოდ დამპირდი რომ არ გააუფერულებ იმას რაც ჩვენშორის იყო...
არასდროს გაიხსენებ ამ ყველაფერს ცინიზმით და ყოველთვის გაგახსენდები როცა იმ ადგილას სადაც , ჩემთან ერთად ბედნიერი იყავი სხვას წაიყვან..( მერე რა რომ მე არავის წავყვები )... იცი სადაც არუნდა ვიყო ყოველთვის ვგრძნობ რომ ცუდათ ხარ..
იცი ყველაზე მტკივნეული ტყუილების დავიწყებაც შემიძლია შენს გამო...
იცი ამ ყველაფერს იმიტომ არგიყვები რომ მადლიერი იყო და რამე შენც ქნა ჩემს გამო...
უბრალოდ მინდა იცოდე რომ მე ამ ყველაფერს ყოველთვის ფერებში დავხატავ...
მერე რა რომ შენ შეიძლება წახვიდე.. გახსოვს მე ხომ აქ შიგნით გადამალული მყავხარ.

მიყვარს...........მიყვარდა-

თოვლი მოსულა,მაგრამ რაღაც მოწყენით ეშვება დედამიწაზე,თუ ჩემთვის არის ასე,ფიფქები ცვივადა ეხეთქება ხეებს,ფოთლებს,შენობებს,მიწას და მაშინვე დნება,აი ასევე დასნა ჩემი სიყვარულიც.
ყოველთვის მიხარიდათოვლის მოსვლა რადგან ამ დღეს ყოველთვისგანსაკუთრებულ sms-ს მწერდა,იცით როგორი თბილი სიტყვები იყო,სხეულის ყველა უჯრედს ათბობდა,მიყვარდა უზომოდ.
აი ეხლაც ვზივარ ფანჯარასთან ტელეფონით ხელში და ველოდები მის sms-ს ,წელს ხომ პირველად მოვიდა თოვლი და პირველი თოვლის მოსვლას ყოველთვის ის მახარებდა,ვიცი რომ არანაირი შეტყობინება არ მომივა მისგან,მაგრამ მაინც დაჟინებით ველი,ძალიან ძნელია როცა იცი რომ არ მოვა და შენ მაინც ელოდები,ხო ველი პატარა ბავშვივით და ვეღარ ვითმენ,მაგრამ ის ახლა ზეცაშია და შეიძლება ის არის ამ რომელიმე ფიფქში,რა ლამაზიათოვლი,გავალ გარეთ და ხელებით შევეხები,იქნებ რომელიმე ფიფქი თვითონ იყოს..............
....... რა ლამაზად ცვივა ფიფქები,როგორი ნაზია,აი ერთი ტუჩზეც დამადნა,ვაიმე როგორი სათუთები ხართ,შემიძლია მთელი დღე ასე ვიარო...........
უცებ ტელეფონის ხმამ შეაწუხა:"ნახე ჩემოფერიავ შენსავით ნაზი და სათუთი ფიფქია,ნიკა"
-"ლუკა ნუ მეღადავები,ის ხომ ცოცხალი არ აირს და სმს ბოლოში ნიკას ნუ აწერ"
-"არაუშავს მის თავს არ გავიწყებ"
-"ის ხომ სულ მახსოვს"
-"ვიცი ეხლა მეჩქარება მერე მოგწერ"
ის კი იდგა და ეფერებოდა ფიფქებს და იძახდა:"მიყვარს,მიყვარს,მიყვარს"
ლუკა იყო მისი საუკეთესო მეგობარი,ნიკა კი მისი შეყვარებული ,რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო,სიკვდილის წინ ნიკამ ლუკას ასეტი თხოვნა დაუბარა რომ,ლუკას მარისთვის თავისი თავი არ დაევიწყებინა.

მეორე დილაც გათენდა,კვლავ სმს:"გაიღვიძე,გარეთ ისევ თოვს,ნიკა"
-„ლუკა ნუ მაშტერებ“
-„ვინ გითხრა რომ გაშტერებ?“
-„აბა ნიკაო,ნუ აწერ ბოლოში სმს-ებს“
-„არ გაშტერებ,უბრალოდ მან დამიბარა ჩემი თავი არ დაავიწყოო“
-„კარგი ხო“
ავდექი და გარეთ გავედი,ისევ თოვლი,ისევ ფიფქები,ისევ მოგონება,ისევ ნიკა,მაგრამ ვინ დაგაცადა,ის ვაჟბატონი მომეპარა უკან და იმხელაზე დაიყვირა ძვლივს მოვსულიერდი,ლუკა მართლაც კარგი ადამიანი იყო,როცა ნიკა გარდაიცვალა,ის გვერდში დამიდგა,მამხნევებდა და ამავდროულად ნიკას დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა.
მან დაიწყო საუბარი:სამი თვე გავიდა უკვე,ხო ტანჯული სამი თვე,ყოველი დღე მონატრებით იწყება და მონატრებითვე მთავრდება,იცი როგორ მენატრება,ძალიან,ის ხომ ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო,მე მაშინვე შევაწყვეტინე,ვიცი რომ ძალიან გიჭირს მის გარეშე,მეც ძალიან მიჭირს,მაგრამ სნე ხომ მასწავლე ბედს უნდა შევეგუოთ და მომავლის იმედით ვიცხოვროთო
-ხო მე გეუბნებოდი მაგრამ ძნელი არმოჩნდა
-ხო ეგ ეგრეა ენით ადვილად ითქმის,შესრულებაა ძნელი
-მაგრამ მაინც მოგვიწევს,რაც რა უნდა მტკივნეული იყოს
-დიდი მადლობა რომ ასე მიდგახარ გვერდში და მამხნეევბ
-არაფრის,ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ერთმანეთის დახმარება ჩვენი ვალია
მე მივედი და ჩავეხუტე,როცა ვერაფერს ვცამბობდი ყოველთვის მივდიოდი და ვეხუტებოდი,ისიც გულში ჩამიკრავდა და როგორც პატარა ბავშვს ისე მეფერებოდა და თავზე ხელს მისვავდა,მეც გავიყუჩებოდი,მისი გულის ხმას ვუგდებდუ ყურს,რამდენჯერ ჩამძინებია ასე მის მკლავებში და დილამდე არ განძრეულა რომ რა გამღვიძებოდა,ის თბილი,კეტილი და გამგებიანი ადამიანი იყო,შეეძლო ადამიანის გულის სათქმელი უხმოდ ამოეცნო,ის მიყვარდა,ძლიერ,ჩემთვის ძმასავით იყო,დედაჩმეი ჩემს ძმას არ ენდობოდა ისე როგორც მასმამაზე კი ჩემი ძმა ბრაზდებოდა,მაგრამ მალევე წყნარდებოდა.

გადიოდა დრო,მე კი ნიკას ვერ ვივიწყებდი,სულ მასზე ვფიქრობდი,ნეტა როდის დადგება ის დღე როცა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ,მომენატრა დაძინება უცრემლოდ,გაღვიძება მონატრების გარეშე,მაგრამ ეს დღე არადა არ დგებოდა.
ლუკა ჩემზე ორი წლით უფროსი იყო,ამიტომ სულ მეძახდა რომ ბიძია დამეძახა,რაც ძალიან სასაცილოდ ჩანდა,ერთხელ მართლაც დავუძახე ბიძია,როცა ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა და სახლში რომ მივედი ძვლივს გაადვურჩი,ძალიან კარგი იყო მის გვერდით ყოფნა,მხიარული იყო და მეც მამხიარულებდა,მის გვერდით ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა,ნამდვილი მეგობარი იყო.
ერთ დღესაც მე და ლუკა ვსეირნობდით,უცებ გამაჩერა და მკითხა:
-ნიკაზე ფიქრობდი ხო?
მე მაშინვე გავიკვირვე,რა ნიკაზე,სულ არ ვფიქრობდითქო,მისი პასუხი კი გასაკვრი იყო:როგორ არა ფიქრობდი,თან ნიკაზე და ვერაფერს მომატყუილებ
-საიდან მიხვდი?
-გულზე ხელი დამადო და მითხრა:“აი მე აქ ვზივარ და ყველაფერს ვგებულობ“,მიყვარდა ძლიერ,მის გარეშე ვეღარ ვძლებდი,როცა ჩემს გვერდით არ იყო ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც მომაგლიჯესო,მიყვარდა როგორც საკუთარი ძმა და შეიძლება მეტადაც.
დილით მომოვიდა შეტყობინება:“მინდა ეს ერთი დღე გაგილამაზო და ნებას დამრთავთ თქვენო უდიდებულესობავ“.
გამეცინა და თანხმობაც განვუცხადე,12 საათზე უნდა შევხვედროდი,მომაკითხავდა და სადღაც წავიდოდით და სად წავიდოდით ეგ უკვე საიდუმლო იყო,თქვენთვის კი არა ჩემთვისაც.

11-ის ნახევარი იყო,მომზადება დავიწყე,დროც გამპარვია და უცებ ოთახში ვიღაც შემოვარდა,თუმცა იმ გიჟის გარდა ვინ იქნებოდა.
-გოგო 10 წუთია ქვემოთ გალოდები,რას ბუქსაობ ამდენს
-რას ვბუქსაობ 12-ზე ხომ უნდა მოსულიყავი და ჯერ 12 არ იქნება
-შენი ტვინი თუ ჩამორჩა არ ვიცი და ჩემ საათში 1ის 10 წუთია და საატი თვალებთან მომიტანა
-ბიჭო თვალებში საათს მისვავ: ))
-დაახლოებით და ოთახიდან გავიდა,უცებ თავი შემოყო ოთახში და მითხრა;ორ წუთში გამოდი თორე მე წავალ,მეც თავი დავუქნიე,ნეტა რომ არ გავსულიყავი ვის წაიყვანდა,თუმცა ისეთი გიჟია მარტოც წავიდოდა.
-ოჰ გამობრძანდი
-ვაიმე მოიცა
-რაა?არ გადამრიო
-არაფერი: ))
მაშინვე ქვემოთ ჩავედით,მანქანას გიჟივით ატარებდა,მეც მინდოდა ნელა წაეყვანა მაგრამ რომ მეთქვა ნელა წაიყვანეთქო,უფრო სწრაფად წავიდოდა,ამიტომ გაჩუმება ვარჩიე,ნამდვილი გიჟია.
-აჰა მოვედით
-სად?
-თუ აქ იქნები ვერც გაიგებ
მეც გადავედი და ჩემს წინ გადაიშალა ლამაზი ბუნება,ტყე,სუფთა ჰაერი,მდინარე,არნახული იყო იქაურობა,ძალიან გამიხარდა და ლუკას ჩავეხუტე,ისე მაგრამ რომ სუნთქვა შეეკრა
-უკაცრავად ხომ რა გიჭირთ სუნთქვა: ))
მე გამეცინა და ხელი გავუშვი,ტყეში გავისეირნეთ,მე წინ წავედი და უცებ ლუკა გაქრა,შემეშინდა,მარტო ამხელა ტყეში,ხმამაღლა დავიწყე ყვირილი,მაგრამ ის არ მოჩანდა,უცებ დავჯექი იქვე,ვტიროდი,ამ დროს კი მომესმა მისი თბილი ხმა,მისმა გამოჩენამ ძალიან გამახარა
-შეგეშინდა მშიშარა
-ხო ,აბა ამხელა ტყეში მარტო ვიყავი
-მარტო რატომ?მეც ხომ ვიყავი ამ ტყეში
-ჩემთან ერთად არა
ის დღე არნახული იყო,მართლაც ბევრი ვიხალისეთ,როცა სახლში ვბრუნდებოდით,ჩემდა გასაკვირად ავტომობილს ნელა მართავდა,მაგრამ კითხვა არ დამისვლია,მითუმეტეს ძალიან მაინტერესებდა.
გაზაფხული ახლოვდებოდა და გაზაფხულის სიო ფანჯარაში შემოდიოდა,მე თავი მინაზე მქონდა მიდებული და სულგანაბული ყურს ვუგდებდი ბუნებას,როცა უკვე სახლთან მივედით ავტომობილი გააჩერა,როცა გადმოსვლა დავაპირე,მკითხა:
-ხომ გაგილამაზე დღევანდელი დღე?
-კი,მადლობის ნიშნად ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი.

სახლში როცა მივედიმაშინვე დავიძინე,მინდოდა ეს დღე ბედნიერად გამეტარებინა და თუ სახლში ტყუილა გავჩერდებოდი ნიკაზე ფიქრი“ჩამაშხამებდა“ ამ ლამაზ დღეს,ამიტომ დაძინება ვამჯობინე,ისეთი დაღლილი ვიყავი მაშივნე ჩამეძინა,მეორე დილით ავდექი,საჭმელი ვჭამე და ტელევიზორის ვუყურებდი,კარზე კაკუნი გაისმა და ლუკაც მოვიდა,იმ დღეს სახლში ვიყავით და კინოებს ვუყურებდით,პირველი ისეთი კინო ჩართო ცრემლებს ვერ ვიკავებდი,ჩემს ემოციებზე კი ის ერთობოდა და უკვე სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა,დანარჩენი კინოები კი სასაცილო იყო,აქაც ვტიროდი,მაგრამ ეს ბევრი სიცილის ბრალი იყო.
ასე გადიოდა დრო,მოვიდა ზაფხული,ზაფხული ცხელი იყო,უკვე ხალხი ვეღარ სუნთქავდაყველა ჩრდილს და წყალს ეძებდა,მთელი ქალაქი დუღდა,ზაფხულს ყოველთვის მხიარულება მოაქვს,მაგრამ ახლა ბავშვს,ახალგაზრდას,მოხუცს სახეზე მწუხარება ჰქონდა გამოსახული.ლუკა იყო ერთი ბედნიერი,მას სიცხე არ აწუხებდა,იმდენად უყვარდა ზაფხული.ზაფხული ვის არ უყვარს მაგრამ ეს აფრენს ისეთ ემოციებშია ზაფხულში.
მაშასადამე ზაფხულია და ყველა ზღვაზე მიდის,ჩვენც არ დავაყოვნეთ და წავედით ზღვაზე,ხო მე და ლუკა,კარგად ვერთობოდთ,ეხლა შეიძლება მკითხველო გცხელოდეთ,მაგრამ ჩვენს ლუკას ნაღდად არ სცხელა,ზღვაში ცურავს,ერთი იქ ჩაიხრჩობოდეს 
-მარი ჩამოდი წყალში,იმ ნიჭიერმა დამიძახა,მაგრამ ნაღდად არ მინდა წყლით გაბერვა და ნაპირზე ყოფნა ვამჯობინე,თუმცა ისიც მალე ამოვიდა
-რას შვრება მზეთუნახავი?
-რა შემატყვე მზეთუნახავობის,სადაცაა მზე დამარტყავს
-შენ დიდი ხანია მზისან დარტყმული დადიხარ
-ვაიმე არ ამაყენო ეხლა
-მიდი მერე ადგები და ისევ დაწვები
ამისთქმადა ჩემი წამოხტომა ერთი იყო,ლუკა მაშინვე ზღვაში შევარდა,დიდი იმედი ჰქონდა რომ არ შევიდოდი ზღვაში,ტუმცა შეცდა,მაგრამ მე შევცდი რომ ზღვაში შევედი,ის უნდა გამებერა წყლით და პირიქით მოხდა,იმდენი მაყვინთავა,ნაპირზე რომ ამოვედი ერთი საათი მოსულიერებას მოვუნდი.
-გინდა ხელოვნური სუნთქვა გაგიკეტო?
-ბიჭო მოგხვდა ეხლა
-გოგო მართლა კი არ ვაპირებ,ვიღაც ბიჭი გიყურებდა
-დედა დამიკარგა ბედი
-შენ თავი დაგეკარგება,წამოდი დროზე სახლში
-ნუ ბრძანებლობ ერთი შენ
-წამო მართლა თორე დამარტყა მზემ
-ჯერ არ დაურტყია
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა

მართლაც ავედით სახლში,ვჭამეთ და დასვენება გადავწყვიტე,მაგრამ ვინმემ გაცადა,ის გიჟი შემოვარდა და დაიწყო:“ახალგაზრდა გოგო ხარ და როგორ სულ უნდა გძინავდეს, ადექი გაიარე,ზაფხულია,აქ დასაძინებლად წამოდი?
-ხო კაი,აღარ ვიძინებ
-რომც გინდოდეს ვინ გაცდის
იმ დღეს ხან სად ვიარეთ ხან სად,ბოლოს კინაღამ დავიკარგეთ,მაგრამ გადავრჩით,რამის ოთხი საათი იყო სახლს რომ მივაგენით,რომ დავწექი მეორე დილით 12 საათზე ძვლივს ამაწიწკნა ლოგინიდან.
-ადექი გოგო ზემოთ,მე შემოვიარე ყველაფერი და შენ კიდე გძინავს.
რა ვქნა შემიყვარდა ძილი და რა მექნა,როცა ოთახიდან გავიდა,ვიცვალე მხარი და ძილი გავაგრძელე,სადაცაა ჩამეძინებოდა,უცებ ცივი წყალი ვიგრძენი,ყინულებიანი წყალი გადამასხა,მეც მაშინვე წამოვხტი,რაღას დამეძინებოდა,ავდექი,ვჭამე და მასთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი.
ტელევიზორის ყურებაში ჩამძინებია,ლუკასაც დრო უხელთია და გავუპასტივარ,რომ გავიღვიძე გული გამისკდა,როცა თითებზე დავიხედე,ფრჩხილებზე კი არა მთელ ხელებზე მქონდა წითელი მანიკური,სარკესი რომ ჩავიხედე ჩემმა კივილმა მთელი სახლი შეძრა,ჩოლკები წითელი მქონდა,თმები რაღაცნაირად შეღრეჯილი,ულვაშები მქონდა შავი ტუშით გაკეთებული,სახეზე რაღაც წითელი წინწკლები და თვალები შავად ამოკრასკული,ლუკა სახლიდან წასულიყო,იცოდა რომ მოვკლავდი,გამწარებულმა მოვიშორე სახეზე ყველაფერი,მაგრამ ჩოლკებს ვერაფერი ვუშველე,რას ვჩიოდი,ჩემი მთავარი ამოცანა ის იყო რომ ლუკა მეპოვა და მერე,მერე არ ვიცოდი რას ვუზავდი,მოვკლავდი,არა ვაწამებდი არა რა არ ვიცი რას ვუზავდი,მთელი საათი ვიბოდიალე და ვერსად ვერ ვნახე,ბოლოს როცა იმედი გადამეწურა და სახლში დაბრუნებას ვაპირებდი,დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად ნაყინს მიირთმევდა,გამწარებული სახე მივიღე და ლუკას მივარდი,ნაყინი სახეზე ავუზილე და სიცილი დავიწყე,გაკვირვებულმა შემომხედა და ჩემდა გასაკვირად ასჱტი რამ მკითხა:“მხოლოდ ამით გადამიხადე სამაგიერო?“ და მასაც გაეცინა,კითქო ვუთხარი,.მაგრამ მან რა იცოდა მე რა გეგმები მქონდა,დაღამდა და სახლში წავედით.
იმ დღეს არ ვიცი რა დაემართა,ადრე დაეძინა,მეც მოვყევი და ფეხებზე სკოჩი გადავაკარი(ზუსტად არ ვიცი სკოჩი ქართული თუ არის ამიტომ მაპატიეთ) და მეც დავიძინე,დილით კი ვიღაცის კივილმა გამაღვიძა,ძალიან ვისიამოვნე,რომ ავდექი არაფერი არ უთქვამს,თუმცა რა უნდა ეთქვა მისი დაწყებული იყო ეს თამაში და რა უნდა ეთქვა.ასე დადიოდა გაპუტული ქათამივით,ფეხებზე რომ შევხედავდი მეცინებოდა,ამიტომ ყოველთვის თვალს ვარიდებდი.

მალე გათავდა ორი კვირაც,იქედან პირდაპირ ლუკას სოფელში წავედით,იქ რომ ჩავედით ხალხს ეგონა რომ ლუაკს ცოლი მოეყვანა და ხალხი გვილოცავდა და ბედნიერებას გვისურვებდა,არადა მარტო მეგობრები ვიყავით,უბრალოდ კარგი მეგობრები.
სოფელში კარგად ვერთობოდით,ჩასვლისთანავე ლუკამ რაღაც ფურცელი მომიტანა,როცა ვკითხე თუ რა იყო,მიპასუხა ჩვენი ორ კვირიანი განრიგიაო,რისი განრიგი იყო მაინტერესებდა,მაგრამ პასუხად ის მივიღე რომ:“წაიკითხე და გაიგებო“,მართლაც წვაიკითხე და ყველაფერი გავიგე,მაგრამ ეს ყველაფერი მიუღებელი იყო ჩემთვის
6:00-7:00 - ვარჯიში
7:00-8:00-დასვენება
8:00-10:00-ვარჯიში
10:00-16:00-თავისუფლება
16:00-18:00-ვარჯიში
18:00-свабода
ეს როცა წავიკითხე გული შემიწუხდა,ჩემთვის გავიფიქრე აქ სავარჯიშოდ ხომ არ ჩამოვედითქო,მაგრამ არ ყველაფერს უნდა დავმორჩილებოდი.
მეორე დილით 5:30 წუთზე თავზე დამადგა,წამზომი დაინიშნა და მითხრა:-ზუსტად 10 წუთში მზად იქნები,მეც დავემორჩილე,ვერ ვხვდებოდი რატომ,მაგრამ მაინც ვემორჩილებოდი,ავდექი,ჩავიცვი და გარეთ გავედი,როცა გარეთ გავედით ერთი სიტყვა მითხრა-წავედითო და მთლეი გზა ხმა არ ამოუღია.მივედით,რაღაც დიდი მოედანი იყო,მითხრა რომ ამ მოედანზე 1- წრე უნდა დავარტყათო,მეც თავი დავუქნიე და საქმეს შევუდექით,მესამე წრეზე უკვე ცუდად ვიყავი,მაგრამ თავს ძალას ვატანდი,სულ რაღაცა მეხუთე წრეზე იქნე გავწექი და თავი უგონოდ გადავაგდე,უკვე აღარ შემეძლო,თვითონაც წამოწვა და მითხრა:
-ცოტა ხნაიც და მიეჩვევი
მემგონი მას ჩემი სიკვდილი უნდოდა,10 წუთი ასე ვიწექით,მალე მოვსულიერდი,ავდექი და ლუკამ მომაძახა,ადგომაში მომეხმარეო,მეც ხელი გავუწოდე,სახეში მზემ მიანათა და სახეს რაღაცნაირად მანჭავდა,მეც გამეცინა,უცებ ორივეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხა,როგორი ლამაზი და მრავლისმეტყველი თვალები ჰქონდა,მაშინ შევამჩნიე მისი ზღვისფერი თვალები,საერთოდ მისი სილამაზე,უცებ თვითონ გამომარკვია ფიქრებიდან

-გოგო რა გჭირს?რაზე ან ვიზე ფიქრობდი?
უცებ შემეშინდა,ის ხომ ჩემი გულის ფიქრებს ხვდებოდა და ამასაც რომ მიმხვდარიყო,მაგრამ გადავრჩი
-ვისზე ფიქრობდი?ჩემზე ხო?
უცებ გული გამიჩერდა,სუნთქვა შემეკრა,მაგრამ უცებ გაეცინა და გულიც ამუშავდა და სუნთქვაც განვაგრძე.
-არა როგორი სახიტ მიყურებდი,ხომ არ მოგეწონე?
-ბიჭო ნუ ბანდალებ
მეც მიკვირდა ჩემი თავის,ნუთუ მართლა მომეწონა,მაგრამ ამდენი ხანია ვიცნობ და ასეთი გრძნობა რატომ არ დამეუფლათქო,მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი,მაგრა, ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა ეს გიჟი
-გოგო ვინმე ხომ არ შეგიყვარდა ან მოგეწონა?იცოდე გავფატრავ
-მომეწონა არა ის კიდე
-აბა შეგიყვარდა
-ნუ სულელობ
რაც ლუკასთან ერთად ვარ ნიკა ერთხელაც არ გამხსენებია და აღარც ლუკა მახსენებდა,ნუთუ დამავიწყდა ნიკა,დამავიწყდა არა მავიწყდებოდა,არ ვიცოდი ეს მაბავი გამხარებოდა თუ მწყენოდა,თუმცა აი ახლა გამახსენდა,ის ხომ მეუბნებოდა არ დამივიწყოო და მე რატომ ვცდილობ მის დავიწყებას,ამ ფიქრებიდან კვლავ ლუკამ გამომარკვია,ადექი ვარჯიში გვაქვსო.მეც ავდექი და გავემართეთ სავარჯიშოდ,უკვე 7 წრეს შეუსვენებლად დავრბოდი,მერე კი მიწაზე ვენარცხებოდი,ლუკა თავზე დამადგებოდა და დამცინოდა,ისეთი საყვარელი ღიმილი ჰქონდა გაშტერებული ვუყურებდი,მაგრამ მაშინვე გონს მოვდიოდი,არ ვაძლევდი თავს უფლებას რომ ლუკა შემყვარებოდა.
იმ დღეს,საღმაოს 6 საათზე,მეგობრებმა დაუძახეს და ფეხბურთის სათამაშოდ წვაიდა,მარტო დავრჩი სახლსში,მარტოობის დროს კი სულ ვფიქრობ,ნიკაზე ფიქრები ლუკაზე ფიქრებით შეიცვალა,მე კიდე არ მინდოდა ლუკაზე მეფიქრა,ამიტომ სტადიონზე წასვლა გაადვწყვიტე,ძვლივს მივედი,შორიდანვე მესმოდა ლუკას ხმა,სტადიონდ მივუახლოვდი,შიგნით არ შევსულვარ,გარეთ ქვაზე ვიჯექი და ლუკას ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ლუკა მიყვარდებოდა.

ფიქრებში ისე გავერთე თამაშის დამთავრება არც გამიგია
-გოგო რას ფიქრობ ამდენს,გავგჯი ნაძახები
-რაა?რა მითხარი?
-რადა ვერ ხარ ცოტა
-რატო?
-რამდენი ხანია გეძახი იცი?
-ხო რავი არ მესმოდა
-ხომ არ დაყრუვდი,წამო წამო სახლში
მეც ავდექი და წავყევი,გზაში იმდენი ვიცინეთ გული ხელით მეკავა,იმ დღეს როცა დავწექი ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ლუკასთვის სიმართლე მეთქვა,არ ვიცი რამდენად გამბედავი ვიყავი და ვეტყოდი თუ არა ამას,მაგრამ შესაფერის დროს ვეძებდი.
ერთხელ დავუძახედა,მასინ მეგობრებმა შეგვაწყვეტინა
-მარი ეხლა მეჩქარება და სხვა დროს მითხარი
მეც სხვა რა გზა მქონდა უნდა დავლოდებოდი,ძალებს ვიკრეფდი თუ როგორ მეთქვა ეს ლუკასთვის,ლუკა კი არ ჩანდა,ბოლოს როგორც იქნა მოვიდა,სადღაც 12 საათი იქნებოდა
-არ გძინავს?
-აარ,შენ გელოდებოდი
-ხო დღეს რა საქმე გქონდა
-ლუკა არ ვიცი როგორ გითხრა
-როგორდა დააღე პირიდა თქვი
-მერე რომ არ შემიძლია
-მითხარი ხომ იცი გაგიგებ
ლუკამ გულში ჩამიკრა და მეფერებოდა
-მარი ხომ იცი როგორ მიყვარხარ ჩემთვის მეორე და ხარ
-სწორედ ეგ არის რომ მეორე დად მიგაჩნოვარ
-აბა პირველი გინდა რომ იყო,კარგი იყავი პირველი
-არა ლუკა საერთოდ არ მინდა დად მიგაჩნდე
-რამე მოხდა მარი?
-ლუკა იცი მიყვარხარ
-ვიცი ჩემო საზიზღარო ვიცი
-არა როგორც მეგობარი,ისე როგორც ბიჭი
-მარი,რა თქვი?

ამ სიტყვების შემდეგ ლუკას ხმა აღარ ამოუღია,იქვე ჩუმად ჩამოჯდა ,თავი ფეხებში ჩარგო და დიდხანს ასე იყო,ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა,ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით,ცალ-ცალკე ვჭამდით,სახლიდან დილა უთენია გადიოდა და გვიან შემოდიოდა,საერთოდ ვეღარ ვნახულობდიეს იყო ტანჯული ერთი კვირა,მაშინღა მივხვდი რომ ლუკასთვის არ უნდა მეთქვა რომ მიყვარდა,მის დავიწყებას უნდა ვეცადო,მაგრამ რომ არ შემიძლია,თუმცა რა აზრი აქვს უნდა დავივიწყო,მისი შეყვარება ყველაზე დიდი სისულელე იყო.
ეს ერთი კვირაც გავიდა.დილა იყო.დაახლოებით 9 საათი იქნებოდა ლუკა რომ ჩემი ოთახის კარი შემოაღო და მითხრა :“გაემზადე,ვბრუნდებითო“,ეს იყო ერთი კვირის დუმილის შემდეგ გაგონებული ორი სიტყვა,მე ვიფიქრე რომ წყენამ გადაუარათქო,მაგრამ შევცდი,როცა მანქანაში ჩავჯექი ცივად გამომხედა და შენისკენ გავემართეთ,გზაში არცერთს არ გვითქვამს არაფერი,სახლთან გამიჩერა და მეც უხმოდ გადმოვედი,ამის შემდეგ დაიწყო მონატრების დღეები,ჩემი მოწყენილობა სახლშიც შეამჩნიეს და როცა ჩემს ოთახში ვიყავი დედა შემოვიდა
-შვილო რა გჭირს?
-არაფერი დე
-რა მოხდა,ლუკა შეგიყვარდა?
-არა დე,არ შემყვარებია
-აბა რა გჭირს?
მეტი ვეღარ მოვითმინე და დედას ჩავეხუტე:“დე,საიდან მიხვდი,ხო დე შემიყვარდა,აღარ ვიცი რა ვქნა,როცა მას ვუთხარი მის მერე აღარ მელაპარაკება“
-კაი დედი დაწყნარდი
-დე როგორ დავწყნარდე,ადამიანი რომელიც მიყვარდა მომიკვდა,მეორე ადამიანი რომელის მეგობრად მიმაჩნდა შემიყვარდა და ისიც უსიტყვოდ დავკარგე,დე მიშველე რაღაცა
-დედი დაიძინე და მერე ვილაპარაკოთ
-დედა არ მეძინება,ვერ დავიძინებ,ლუკა მენატრება,მიშველე დედი რაღაცა

დედაჩემმა მეტს ვეღარ გაუძლო და ცრემლები წამოუვიდა,მაგრად ჩამიხუტა და მის კალთაში ჩამეძინა,როცა გავიღვიძე დილა იყო,მზიანი,მაგრამ ჩემთვის არ ანათებდა,სახლში რაღაც ხმაური იყო,ცოტა ხანში გავიგე რომ ჩემს ძმას ცოლი შეურთია,იმის თავიც არ მქონდა,ჩემს ძმასთან გავსულიყავი და მიმელოცა,მისი ბედნიერება გამეზიარებინა,დედაჩემს უთქვია ჩემი მდგომარეობა და თვითომ მომაკითხა
-მარი უკეთესად ხარ?
-კი და შნე გილოცავ
-მადლობა,მომიყევი შენი ამბავი
-ჩემთვის გცალია შენ ეხლა,წადი შენს ცოლთან
-შენთვის თუ არა ვისთვის უნდა მეცალოს
მეც ვუამბე ჩემი ამბავი,ჩემმა ძმამ პირველად ჩამიკრა გულში და მომეფერა,როგორ ყველას ტკივა ჩემი ტკივილი,ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ძმამ თავზე მაკოცა და მითხრა ცოტა ხანში მოვალო,მეც თავი დავუქნიე და წამოვწექი,მესამე დღეა რაც ოთახიდან არ გავსულვარ,არ ვიცოდი გარეტ რა ხდებოდა,გარე სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი,მაგრამ უცებ გარეთ გასვლა მომინდა,კარებიდან ვერ გავიდოდი,სახლში კვლავ სტუმრები იყვნენ,ამიტომ ფანჯრიდან გადავძვერი,პირველ სართულზე ვცხოვრობდი,ამიტომ არ გამჭირვებია,დავხეტიალებდი გარეთ,მერე ჩემი სამეგობრო გამახსენდა და მათთან წავედი,ისინი კვლავ თავის ადგილზე იყვნენ,მეც მივედი,მომიკითხეს და ნაძლადევი ღიმილით გავიღიმე,მათაც შეატყვეს ჩემი მოწყენილობა და მკითხეს თუ რა მჭირდა,მე ვეღარ გავუძელი,ცრემლები წამომივიდა და იქედან წამოვედი,ბევრი ვიხეტიალე დაღლილი კი სახლში დავბრუნდი და დავიძინე.
მეორე დილით კარზე კაკუნი გავიგონე და ოთახში გიო(ჩემი ძმა) და ვიღაც გოგო შემოვიდა,მივხვდი რომ მისი ცოლი იქნებოდა.

-მარი რას შვრები?გამოკეთდი?
-არა გიო
-უი გაიცანი ეს ჩემი ცოლია მარი და ეს ჩემი და არის მასაც მარი ჰქვია
-გიო მერე როგორ გავარჩიო რომელს უძახი?
-გოგო მაგას ვერ მოვიფიქრებ,შენ დაგიძახებ დაიკოს და ამას ცოლოს
-აუ მე არ მინდა ცოლო რომ დამიძახო
-ოჰ ჯერ არ მომიყვანია სახლში და პრეტენზიებს მიცხადებს: ))
-სამაგიეროდ მე ხომ ვარ ჩემ სახლში და მე გეუბნები ნუ მიჩაგრავ რძალუკას
-გენაცვალე მულო
-ესენი როგორ აეწყვნენ,კაი წავედი თორე ორი ერთზე მომერევით
-წაშავდი აქედან
-შენ რაღაც მოყოჩაღდი ხო
-ხო აბა რა
მარლაც გიოს ცოლმა გამომაცოცხლა ცოტა,ძალიან კარგი ადამინიანი იყო,ჩმეზე 2 წლით პატარა იყო,მაგრამ მაინც კარგად ვუგებდით ერთმანეთს,მე ვიყავი 19 წლის,მარი 17ის და ჩემი ძმა კიდე 18ის იყო.
მარი არ მაძლევდა მოწყენის საშუალებას და ცოტა გამოვკეთდი კიდეც,ერთხელაც გარეთ გასვლა გადავწყვიტე,მარიც თან წამყვა,გზაში ანი ვანხე,ანი ლუკას და იყო,მან მითხრა რომ ლუკა საქართველოდან წასულიყო,მაირ მიხვდა რომ მოვიწყენდი ამიტომ ჩმეი გამხიარულება გადაწყვიტა და ბაღში გასეირნება დამაძალა,მერე კი სახლში წავედით.

დრო სწრაფად გარბოდა,თითქმის ნახევარი წელიწადი გასულიყო მის შემდეგ,25 დეკემბერი,ამ დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე,მარი ბავშვს ელოდებოდა,ამან მთელი ოჯახი გაგვახარა,მალე ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე გაჩნდებოდა,იმ დღეს ბედნიერი დავწექი,დილით გავიღვიძე და გარეთ თოვდა,ვაიმე როგორ მეშინოდა თოლის,ამ დროს დავკარგე უსაყვარლესი ადამიანი ნიკა და ამ დროს ბედნიერი ვიყავი ლუკასთან ერთად.
მალე გავიდა ზამთარიც და დადგა აგვისთო,აგვისტოს დიდი სიხარულით ველოდებოდი,აგვისტოში ხომ პატარა ძმისშვილი მეყოლებოდა,აგვისტოში ხომ მამიდა გავხდებოდი,მართლაც გაჩნდა პატარა,რომელსაც სახელად ლუკა დაარქვეს,ძალიან არ მინდოდა მაგრამ მე ხომ ვერაფერს ვიტყოდი,მათი შვილი იყო და მათი ნება იყო რას დაარქმევდნენ ბავშვს.
ერთ დღესაც ლუკას ვასეირნებდი და ბაღში ის ვნახე ვისი ნახვაც ყველაზე მეტად გამიკვირდა და ვისი ნახვაც ყველაზე მეტად მეშინოდა,ლუკა საქართველოში დაბრუნებულიყო
-ვა მარი,რა კარგი ბავშვია
-ხო, ძვლივს ვლაპარაკობდი
-როგორი საყვარელია,შენ გგავს
-მეე?ძალიან გამიკვირდა
-ხო შენ,რა გაგიკვირდა,დედას დაემგვანა,მე რომ საქართველოდნა წავსულვარ მალევე დაოჯახებულხარ
-მე არ?
-კაი არაფერია,არაფრის ახსნა არაა საჭირო,ყველაფერი დღესავით ნათელია
-არა ლულა ,ეს
-ხომ გითხარი არაფრის ახსნა არ არის საჭიროთქო
და ამ დროს მის თვალზე ცრემლი შევნიშნე,ის მაშინვე წავიდა,მე კი იქვე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი,თუ რისი ცრემლი იყო,მონატრების თუ რისი?ნუთუ ის ეწყინა რომ დაოჯახებული ვეგონე?ნუთუ,არა რა ეს არ მჯერა,ნუთუ ვუყვარვარ,მაგრამ ეს ხომ არ მოხდება,მას როოგრც მეგობარი ისე ვუყვარვარ,უცებ გამოვედი ფიქრებიდან და სახლში წავედი,სახლში მისულს გიო კარში დამხვდა,ხვალ კინოში მივდივართ სამივე და ცხვირწინ ბილეთები ამიფრიალა.

მოვემზადეთ და სამივენი წავედით,უკაცრავად ოთხივე,ბავშვიც თან წმაოიყოლიეს,ბავშვი როგორც ყოველთვის მე მყავდაგიომ აიტეხა რომ ფეხით წვაიდეთო,გზაში კვლავ ლუკა შემხვდა,მეც გავჩერდი და მივესალმე,გიო მოვიდა:“მოდი მამი ჩემთან“ და ბავშვი გამომართვა,ლუკას სახე შეეცვალა
-ეს,ეს
-ხო,ეს ჩემი ძმის შვილია
-მე მეგონა რომ
-შენ გეგონა რომ ჩემი შვილი იყო
-ხო ეგრე მეგონა და ძალიან ცუდად იმოქმედა იმან რომ გათხოვილი მეგონე
-რატო იმოქმედა?მეც სიტყვასი დავიჭირე
-რავი აბა
-ტყუილად გული არ წყდება ადამიანს და მეგობრის ბედნიერება მეგობარს უნდა უხაროდეს
-ხო
-თუ შენ მეგობრად არ მთვლი?
-მართლაც არ გთვლი მეგობრად
ამაზე ცრემლები წამომივიდა,ლუაკმ სახე ამაწევინა,თავისი სახე მომადო და მითხრა:
-მარი თვალებში შემომხედე
მეც შევხედე თვალებში
-ლუკა რა სVჭიროა რამის ახსნა
-მომისმინე მარი იცი მიყვარხარ
-რა იყო ჩემი ცრემლების გამო შეგეცოდე
-აარ მარი,მე შენ როგორც მეგობარი კი არა როგორც გოგო ისე მიყვარხარ
-არ მჯერა
და ამ სიტყვების შემდეგ წამოვედი,კინოში აღარ წავსულვარ ჩემი ძმა და მარი წავიდნენ.

მეორე დღეს ლუაკ ჩმეთან მოვიდა სახლში,ხელი მომკიდა მანქანაში ჩამსვა და სადღაც წამიყვანა,მე არაფერი არ მითქვამს,დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ სადღაც გააჩერა.
-გადმობრძანდი მანქანიდან
მეც გადავედი და იქაურობა მაშინვე ვიცანი,ეს ის ადგილი იყო სადაც ერთი დღე გამილამაზა.
უბრალოდ გამეცინა
-აქ რა გვინდა?
-აქ მინდა რომ ჩვენი გულები შეურთდეს
-ვერ მივხვდი
ჯიბიდან რაღაც ამოიღო,ეს ბეჭედი იყო
-მარი მინდა რომ ცოლად გამომყვე,ხარ თუ არა თანახმა?
მე მა არ მომიღია,ვერაფერი ვერ გამეგო,ჩემს თავში არეულობა იყო,კიდევ გამიმეორა და მეც უაზროდ დავუქნიე თავი,არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე,მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ბედნიერება მომიტანა,ლუაკმ ხელში ამიყვანა და ხმამაღლა ყვიროდა:“მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ:
მე კი ხმამაღლა დავიძახე:“მიყვარდა“,უცებ ლუკამ ძირს ჩამომსვა გა გაკვირვებული სახით გამომხედა:
-მიყვარდა რას ნიშნავს?
-მაგ „მიყვარდაში“ ნიკა ვიგულისხმე
-ვერ გავიგე
-ადრე ხომ ვიძახდი მიყვარსთქო,ეხლა კიდე ვთქვი მიყვარდა
-რატომ წარსულში? და ორივეს გაგვეცინა,მთავარი ის იყო რომ ბედნიერები ვიყავით.

დაბრუნდი :(

-დაბრუნდი?
-ხო
-რისთვის?
-სიყვარულისთვის
-სიყვარულისთვის თუ დაბრუნდი ჩემთან რა გინდა წადი ის ეძებე
-სად ვეძებო?
-ყველგან, თუ გიყვარს მოძებნი
-მე უკვე მოვძებნე
-მერე მასთან რატომ არ ხარ?
-აბა სად ვარ,შენი სიყავრულისთვის დავბრუნდი
-რისთვის?
-სიყვარულისთვის
-რომელი სიყვარულისთვის
-შენში რომ არის
-ჩემში მხოლოდ სიძულვილია
-არა მაქ მხოლოდ სიყვარულია
-სიყვარული რომელიც სიძულვილში გადავიდა,ამ სიყვარულზე ამბობ?
-გეყოს თავის მოტყვილება
-მე?სულაც არ ვიტყუებ თავს,ეს სენ ხარ მეოცნებე და გგონია რომ ისევ მიყვარხარ
-არამგონია ეგ ეგრე იყოს
-შენთვის იყოს ეგრე და ჩემთვის არა
-რატომ ხარ ეგრე აგრესიული?
-აბა როგორი უნდა ვიყო,რომ მიმატოვე რა გეგონა
-აუცილებელი საქმე მქონდა
-მერე მანდამაინც ქორწილის დღეს?და სამ წლიანი საქმე გქონდა
-რა მნიშვნელობა აქვს,ახლა ხომ აქ ვარ
-ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აქვს,წადი ჩემი ცხოვრებიდან
-მითხარი რომ გიყვარვარ და წავალ
-არ მიყვარხარ
-თვალებში შემომხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ
-არ შემიძლია
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ,ხო ეხლაც მიყვარხარ იგივე გრძნობით,მაშინ როცა პირველად გნახე,მაშინ როცა პირველად გითხარი მიყვარხარ,მაშინ როცა ცოლობაზე დაგთანხმდი და მაშინ როცა სადედოფლო კაბით შნესკენ მოვდიოდი,მაგრამ შენ იქ არ დამხვდი,წახვედი,დამტოვე,არც მოგიკითხივარ,იქნებ მკვდარი ვიყავი,იქნებ შენი ერთი სიტყვა მშველოდა,მაგრამ არა შენ წახვედი და ჩემი გული წაგყვა,მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი,მაგრამ არ იყავი.
-როგორი გულისსატკენი სიტყვებია
-გული გეტკინა ხომ,მე უფრო მეტად მტკიოდა სამი წლის განმავლობაში,მაგრამ მივეჩვიე უშენობას და ახლაც გავძლებ როგორმე შენს გარეშე.
იქედან წამოვედი,მაგრამ ჩემი გული იქ დარჩა,გული მას მთხოვდა,მაგრამ მაინც დავტოვე და გზად მარტოობა დავიბედე.

არც შენი და არც სხვისი"

კიდევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა,ეს მხოლოდ მარისთვის თორემ სხვებისთვის ეს დღე მხიარული და სიხარულით სავსე იყო,ამ დღეს ხომ სკოლა იწყებოდა და ჩვეულებისამებრ ყველა ემზადებოდა მარის გარდა.
მარი იყო ერტი საბრალო გოგო რომელიც სიყვარულს შეეწირა,მას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი,განსხვავებული ხასიათის იყო,ერთ წუთში რომ კაი ხასიათზე იყო მეორე წუთში საშინელ ხასიათზე იყო.მარი სანამ სკოლას გამოიცვლიდა ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო და ფიქრობდა რომ არსებობს ადამიანი რომელიც არასდროს ტირის და სულ მხიარულია და ასეთ ადამიანად თავის თავს თვლიდა.
ხოლო როცა მან სკოლა გამოიცვალა,თავიდან ყველაფერი კარაგდ იყო,ახალ ამხანაგებსაც შეეგუა და გარემოსაც,გავიდა დრო და სკოლაში გაიცნო ვიღაც ბიჭი,რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა,მაგრამ სმაწუხაროდ გაიგო რომ ამ ბიჭს მისი ყოფილი მეგობარი უყვარდა, და მისი გული მხლოდ მას ეკუთვნოდა,მაგრამ რატომღაც მარი ამას არ შეუწუხებია,რადგან გაიფიქრა რომ მე ხომ მიყვარს და ის ამ მაჯავრებს მას თუ არ ვეყვარებიო.
ერთ დღეს მარი სკოლაში არ გამოჩენილა,ამან მისი მეგობრების გაკვირვება გამოიწვიამდა იფიქრეს ალბათ ან ავად გახდა ან სხვაგან წავიდაო,მარი ორცა მეორე დღესაც არ გამოჩნდა მეგობრები მარის მშობლებთან მივიდნენ და როცა მარის მაბავი ჰკითხესმშობლებსაც გაუკვირდათ რადგან მარის მათთვის დაბარებული ჰქონდა რომ მის მამიდაშვილთან წავიდოდა სამი დღით და იქედან ივლიდა სკოლაში,როცა მარის მამიდაშვილს დაურეკეს არც მასთან არ იყო,ყველა შეშფოთდა,ვერსად ვერ ნახეს და მის კარადაში ნახეს ფურცელი,რომელზეც ეწერა:" ბოლო ლამპიონი,ბოლო ნათუირა,ბოლოჯერ თვალის შეხება სამყაროსთვის,ყველაფერი ბოლოჯერ,სიცივე,სიბნელე,სიმყუდროცე,ბნელი გვირაბი და საბოლოო სასუფეველი....მაპატიეთ
არც შენი და არც სხვისი

ბრმა

-რა გჭირს?
-ვერ ვხედავ
-ბრმა ხარ?
-ხო
-ისე საყვარელი ხარ
-მადლობა და შენც საყვარელი ხარ
-რომ ვერ მხედავ
-შეგიგრძნობ
-ეგ როგორ?
-ამას მარტო ჩემნაირები მიხვდებიან
-მე შენნაირი არ ვარ?
-არა შენ სამყაროს ხედავ და ჩემნაირები ვერა
-წავედი და ხვალ ისევ გამოგივლი
-იმედი მაქ,წადი უკვე?
მუხრუჭის ხმა,კივილი,ხმაური,ბიჭი კი ვერაფერს ხვდებოდა
-რა ხდება?
-ვერ უყურებ
-ქალბატონო მე ხომ ბრმა ვარ
-უკაცრავად
-მიჩვეული ვარ ეგეთებს
-გოგონა მოკვდა
ვაიმე არა,რატომ ღმერთო რატომ?რატომ წაიყვანე,მასთან ხომ ბედნიერი ვიყავი,ის ხომ ასეთი ნაზი და სათუთი იყო
-შენ რა იცი როგორი იყო?
-ქალბატონო მე მას ვგრძნობდი
-შენ რა იცი რა არის გრძნობა
-მე იმას ვგრძნობ რასაც შენ ვერასოდეს შეიგრძნობ
ბიჭს უნდოდა გოგოს ჩახუტებოდა,უნდოდა მისი სხეული კვლავ ეგრძნო,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო,მისი სხეული გაყინულიყო და ბიჭიც ვერანაირ გრძნობას ვერ გრძნობდა
-ქალბატონო მართალი იყავით,ბრმამ რა იცის რა არის გრძნობა.....

"ცისფერი თვალები"


-ცისფერი თვალები
-რა გჭირთ გოგონი
-ცისფერი თვალები გაქვთ
-მერე რა მოხდა
-ვგიჟდები ცისფერ თვალებზე
-მერე რატომ კივით
-მეც მინდა ცისფერი თვალები და მიტო
-გინდა უნდა გარგებოდეს
-აუ როგორ მინდა ცოსფერი თვალები,ჩემი ოცნებაა ცისფერი თვალები მქონდეს
-მერე გათხოვებ ხანდახან:)
კაი არაა პრობლემა,ისე მინდა ცისფერი თვალები შეიძლება ეხლავე ამოგაძრო
-ისე რო რამე სახელს ხომ ვერ მეტყოდი
-არა კი არა და კი:)მარიამი მქვია შენ?
-მე ლუკა
-სასიამოვნოა
-ისე მარიამ ცისფერი თვალებიარ გინახავს?
-კი როგორ არა მაგრამ შენი განსხვავებულია
-მაინც როგორი?
-როგორია და სხვანაირი,ისეთია თითქოს სადაცააა გაქრება
-რა უნდა გაქრეს გოგო მაბრმავებ:):):)
-რატომაც არა:):):)
ორი წლის შემდეგ
-ვაიმე ფრთხიალდ
მარი გზაზე რომ გადადიოდა,ვიღაც ბრმას მანქანა ეტაკაბოდა,მაგრამ გადარჩა,მარი მძღოლს გამოეკიდა
მარი:ნელა ვერ გაივლით
მძღოლი:მე რა ვიცოდი თუ წინ მოდიოდა
მარი:აბა რა უნდა იცოდე,წინ არ უნდა იყურო,კინაღამ ადამიანი გაიტანეთ
-კინაღამ არ ითვლება
მარის ხმა ეცნო და რომშეტრიალდა დაინახა ცისფერთვალება,მარი ძალიან ცუდად გახდა
მარი:ცისფერთვალება?
ლუკა:ხო მე ვარ ოღონდ უკვე ცისფერი თვალების გარეშე
მარი:რა მოგივიდა?
ლუკა:ეგ გრძელი ამბავია
მარი:ვაიმე ცისფერი თვალები,ეხლა როგორ ხარ
ლუკა:მარი შენ რომ მითხარი შენი თვალები განსხვავებულიაო და თითქოს სადაცაა გაქრებაო,მის მერე ისეთ შეგრძნებას ვგრძნობდი თითქოს ჩემ თვალებს დავკარგავდი და აი მართლაც დავკარგე.
მარი:არა ეს დაუჯერებელია,ის სიცოცხლით სავსე თვალები სად გაქრა
ლუკა:ქარმა ქაიღო
მარი: :(:(:(:(
ლუკა:ეგ თვალები შენთვის უნდა მომეცა,ეხლა კი არცერთს არ გვაქვს
მარი:რას ამბობ ლუკა,ეგ რა სისულელეა,ის ხომ შენი თვალები იყო,შენ გეკუთვნოდა
ლუკა:ცისფერი თვალები რომ შენი ოცნება იყო
მარი:უკვე აღარ არის
ლუკა:მარი მე უნდა წავიდე ეხლა თორე დედა ინერვიულებს
მარი:კარგი და იქნებ ოდესმე გნახო კიდეს
ლუკა:იმედია
ლუკა და მარი ერთმანეთს დაშორდნენ,მაგრამ მის მერე ისნი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან,მარი კი ეხლაც ეძებს მას