Tuesday, August 9, 2011

ბავშვობის ნაცნობი სიტუაციები

ბავშვობა ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ბედნიერებით და ასევე ბევრი
დასამახსოვრებელი ფაქტით. მე შემოგთავაზებთ ბავშვობის ნაცნობ სიტუაციებს,
რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გადახდენია თავს ბავშვობაში.



გინდათ კრასკობანა ვითამაშოოთ?
- კიი, დედა ვაარ ! ( ყველა ერთად )


გათვლის დროს :
- ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც
გინდა შენ ამო-ირჩი-ე
- ჩქაარა, ჩქარაა ნუ ითვლიი, ჩქარა თქვი ფერიი!

ტალახში თამაშის დროს:
- პასკა პასკა გამოცხვიი, პასკა პასკა გამოცხვიი...
- ჩემი რა ლამაზი გამოვიდა♥



ვიხილები და მოვდივარ! ვინც არ არის დამალული - ჩემი ბრალი არ არის.
ვინც ჩემს უკანაა, ვინც ჩემს გვერდითაა დასტუ-კებუ-ლიააა !..

ვისაც უნდა თამაში, ხელი ჩაყოს ამაში,
სამ საათზე იკეტება ჩვენი ავტო გა-რა-ჟი

- დებილოოო :P
- დებილი თავი გაბია !



რეზინობანას თამაშის დროს:
- ფეხი დაგედგა!
- არაა, მართლა არ დამიდგამს
- როგორ არა, დავინახე!
- "სამართალმა პური ჭამოს"

სპილო მიდის ბაქო-ში, კიტრი მოხვდა ტაკო-ში
ბაყაყები იძა-ხიან ვოტ ტაკოი ხა-რო-ში :D

მგელო, მგელო, პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამიაააა, პირი არ დაგიბანიააა


დახუჭობანას თამაშის დროს:
როცა გეტყვი ი მაშინ გამოდიი!, როცა გეტყვი ე არ გამოხვიდეე !
იი გამოდიიი! ეეეე არ გამოხვიდეე!

ვითვლი ! მიწას ხელი, ცას ხელი, მე გავითვლი, სხვა ვერა!



- ნეკი ნეკისაა, შერიგებისაა, ვინც არ შერიგდეეს, დედა მოუკვდეეს!
თუ იტყოდნენ რომ დედა მოუკვდესო, მაშინ შევურიგდებოდით,
თუ ჭიქა გაუტყდეს იტყოდნენ არ ვურიგდებოდით : )

დახუჭობანას თამაშის დროს :
- ვინც იხილოს, იხილოს, შავ კუბოში იძინოს!

ერთი,ორი,სამი სამი კაპიტანი ვალოდია მეფე ნინო პატარძალი ნინომ დაჰკლა ქათამი, არ მაჭამა ქათამი. გავიხედე ბალკონზე მეფე იჯდა გარშოკზე.:D

ესა,მესა გადის ესა ავაშენებ სასახლესა შიგ შევა მელა აბა დელი-დელა....




ათაქ თუთაქ თუთაქო ჯონჯორიკის მუთაქო აქოოო, ბაქოოო ვის გაიყვან თქვასო
- მე გავიყვან ჩემს თავს
-ეეე მასეთებს არ ვართ (ყველა ერთად)

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო!
აღარ მინდა თამაში გავათავე ლავაში...

რას მიყვირიხარ შენი გაზრდილი ვარ!?


აჩუ, აჩუ ცხეენოო! საით გაგა-ჭეენოო!



დახუჭობანას თამაშის დროს :
- დედაშენს რა ჰქვია?
- მაია ( მაგალითად )
- მ-ა-ი-ა-, 40-მდე უნდა დაითვალო !
- ნჩ,ნჩ,ნჩ,ნჩ.... ( ნელა, ჩქარა )
- სტოპ!
- 40-მდე დაითვალე, ჩქარა.

-----------------------------------------------------------------------------------------------
მენატრება !!! :(

No comments:

Post a Comment