Tuesday, August 9, 2011

When life gets you down..

ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტები,როდესაც თავს ვგრძნობთ
ძალიან ცუდად,გვინდა მარტო ყოფნა,გადაკარგვა,შორს წასვლა..
ცხოვრება ხომ ხიფათებითაა სავსე და ჩვენ იძულებული ვართ
გავუმკლავდეთ მათ,არ დავნებდეთ და კვლავ წამოვდგეთ ფეხზე.
პრობლემები ძალიან ბევრია და ისენი დიდ ზემოქმედებას ახდენენ
ჩვენს ხასიათზე..ზოგჯერ ისე გამაღიზიანებლები ვართ მშობლების
მიმართ,მეგობრებთან და ზოგადად ყველასთან რომ,საერთოდ
არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს საუბარს..იმ დროს როგორ ვტკენთ
გულს ჩვენ საყვარელ ადამიანებს..განსაკუთრებით ეს ხდება
ეგრეთწოდებულ ''Teen'' ასაკში.როცა ვიღაც მოგწონს,მას
არ მოწონხარ.ამ დროს იწყება საკუთარ თავში ჩაკეტვა და შთაგონება
- ''ალბათ ძალიან მახინჯი ვარ და არასდროს არ შემიყვარებს''.
შეიძლება გადადგა ისეთი ნაბიჯი,რომელიც შემდეგში სანანებელი
გაგიხდეს.ალბათ თქვენც გსმენიათ ხშირია ისეთი შემთხვევები
ჩვენს ასაკში როგორიცაა ბიჭის გამო მეგობრის დაკარგვა და ა.შ.
რეალურად რომ ვიმსჯელოთ მივხვდებით რომ,Teen ასაკი საუკეთესო
წლებია ცხოვრებაში..არანაირი ოჯახური პრობლემები,უბრალოდ
ერთადერთი მოვალეობა სწავლაა,რომელიც ყველაზე მეტად გვეზარება.
სიყვარული,'ზმანები' და სილამაზე..ვითომ სიყვარული რომელსაც
მთელი გულით ვგრძნობთ,მაგრამ შეიძლება გავიდეს სულ რაღაც 2 კვირა
და ეს Love Story ახალმა ბიჭმა შეცვალოს..
ახლა კი ისმის კითხვა როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ პრობლემებს?!
მთავარია ყოველ დილით გაიღვიძო კარგ ხასიათზე!!დადგე სარკის წინ,
გაიპრანჭო და შენ თავს შთააგონო რომ ხარ ძალიან ლამაზი,გაიღიმო,
იპოვო შენი მე!! შემდეგ გახსენი საყვარელი ლეპტოპი,ჩართე საყვარელი მუსიკა
დადექი გარდერობთან,აირჩიე სამოსი,მოიზომე,ერხელ კიდევ
გაიღიმე,გალამაზდი და შეხედე შენს თავს სხვა თვალით..
მიხვდები რომ შენც ძალიან ლამაზი ხარ.. დაურეკე მეგობრებს,შეიკრიბეთ ერთად,ისაუბრეთ,
იჭორიკნეთ,გაანდეთ მათ თქვენი გულის ტკივილი და იგრძნობ
რომ ყველაფერი სხვაგვარადაა..იყავით ბედნიერიი და შექმენი
შენი ფერადი დღე შენით..
''როდესაც ცხოვრება მიედინება ქვემოთ,შენ შეგიძლია გააკეთო
არჩევანი - დარჩეთ სამუდამოდ ქვევით ან წამოდგეთ ზევით''
''თუ შთააგონებ შენს თავს რომ,მხოლოდ იმას გააკეთებ რაც დღეს
შეგიძლია,შენ ვერასდროს შეძლებ მეტს''
''მე მივხვდი რომ ''ცოცხალი'' და ''სიცოცხლე'' არ არის ერთიდაიგივე''
''თქვენი დრო შეზღუდულია,ამიტომ ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრენით.
გქონდეთ საკუთარი აზრი და ნუ შეეცილებით სხვას.იყავით გამბედავნი
და მიეცით თქვენს გულს სიცოცხლის საშუალება.დაისახეთ მიზანი,აი
დანარჩენი კი ყველაფერი მეორეხარისხოვანია''
''თუ იცი რომ ეს გზა მიდის ''ცუდ ფინიშამდე'',არ წახვიდე ამ გზით''
''თუ გსურს შეამოწმო შენი მეხსიერება,გაიხსენე რა შემაშფოთობელი
რამ მოხდა დაახლოებით 1 წლის წინათ''
''ყველაზე დიდი შეცდომა რასაც კი ცხოვრებაში დაუშვებთ,ეს არის იმის
გაფიქრება,რომ თქვენ დარჩებით მარტო..''


LoVe : ))

-ადამიანს უყვარს არა საჭიროებისთვის არამედ ბედნიერებისთვის !!!!
-არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უიმისობა მამაკაცში .
- არც შენთან ცხოვრება შემიძლია და არც უშენოდ !!!!!!
-სიყვარული არის ტკბილი ტკივილი გულში ...


-გაანადგურეთ სიყვარული და ჩვენი დედამიწა სამარედ გადაიქცევა ..
-განშორება გულს უფრო მოყვარულს ხდის !!!!!!
-გიყვარდეს და ბრძენიც იყო შეუძლებელია !!!!!
- დანაშაული არ არის რამდენჯერმე გიყვარდეს ...
-დიდი სიყვარული დიდი ტანჯვაა რადგან ვისაც უყვარს სწყურია შექმნის წყურვილის ....
-დრო არ კურნავს სასიყვარულო დარდს!!!!!! ......
-ერთგული სიყვარული წინააღმდეგობების გადალახვაში გვეხმარება !!!!

-ერთი შეხედვით ვერ მოკლავ სიყვარულს და თუ მოკლავ ერთი შეხედვითვე აღადგენ ....!!!!
-ვერ შეიყვარებ იმას ვისიც გეშინია და ვერც ის შეგიყვარებს ვისაც შენი ეშინია ..
-ვინც ჯერ გულზე არ დააკაკუნა ის კარზე ტყუილად აკაკუნებს !!!
-ვისაც ერთხელ უყვარდა მას აღარ შეუყვარდება !!!!!!!!
- მტანჯველი სიყვარული ჭეშმარიტი არ არის ..!..!..!..

-მტანჯველი სიყვარული ჭეშმარიტი არ არის !!!!!!
-მოტყუებული სიყვარული აღარ არის სიყვარული!!!!!
-ადამიანს მისი მეგობრების მიხედვით აფასებენ !!!! არასოდეს დაუმეგობრდე ადამიანს რომელსაც პატივს არ სცემ !!!!


ბავშვობის ნაცნობი სიტუაციები

ბავშვობა ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ბედნიერებით და ასევე ბევრი
დასამახსოვრებელი ფაქტით. მე შემოგთავაზებთ ბავშვობის ნაცნობ სიტუაციებს,
რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გადახდენია თავს ბავშვობაში.



გინდათ კრასკობანა ვითამაშოოთ?
- კიი, დედა ვაარ ! ( ყველა ერთად )


გათვლის დროს :
- ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც
გინდა შენ ამო-ირჩი-ე
- ჩქაარა, ჩქარაა ნუ ითვლიი, ჩქარა თქვი ფერიი!

ტალახში თამაშის დროს:
- პასკა პასკა გამოცხვიი, პასკა პასკა გამოცხვიი...
- ჩემი რა ლამაზი გამოვიდა♥



ვიხილები და მოვდივარ! ვინც არ არის დამალული - ჩემი ბრალი არ არის.
ვინც ჩემს უკანაა, ვინც ჩემს გვერდითაა დასტუ-კებუ-ლიააა !..

ვისაც უნდა თამაში, ხელი ჩაყოს ამაში,
სამ საათზე იკეტება ჩვენი ავტო გა-რა-ჟი

- დებილოოო :P
- დებილი თავი გაბია !



რეზინობანას თამაშის დროს:
- ფეხი დაგედგა!
- არაა, მართლა არ დამიდგამს
- როგორ არა, დავინახე!
- "სამართალმა პური ჭამოს"

სპილო მიდის ბაქო-ში, კიტრი მოხვდა ტაკო-ში
ბაყაყები იძა-ხიან ვოტ ტაკოი ხა-რო-ში :D

მგელო, მგელო, პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამიაააა, პირი არ დაგიბანიააა


დახუჭობანას თამაშის დროს:
როცა გეტყვი ი მაშინ გამოდიი!, როცა გეტყვი ე არ გამოხვიდეე !
იი გამოდიიი! ეეეე არ გამოხვიდეე!

ვითვლი ! მიწას ხელი, ცას ხელი, მე გავითვლი, სხვა ვერა!



- ნეკი ნეკისაა, შერიგებისაა, ვინც არ შერიგდეეს, დედა მოუკვდეეს!
თუ იტყოდნენ რომ დედა მოუკვდესო, მაშინ შევურიგდებოდით,
თუ ჭიქა გაუტყდეს იტყოდნენ არ ვურიგდებოდით : )

დახუჭობანას თამაშის დროს :
- ვინც იხილოს, იხილოს, შავ კუბოში იძინოს!

ერთი,ორი,სამი სამი კაპიტანი ვალოდია მეფე ნინო პატარძალი ნინომ დაჰკლა ქათამი, არ მაჭამა ქათამი. გავიხედე ბალკონზე მეფე იჯდა გარშოკზე.:D

ესა,მესა გადის ესა ავაშენებ სასახლესა შიგ შევა მელა აბა დელი-დელა....




ათაქ თუთაქ თუთაქო ჯონჯორიკის მუთაქო აქოოო, ბაქოოო ვის გაიყვან თქვასო
- მე გავიყვან ჩემს თავს
-ეეე მასეთებს არ ვართ (ყველა ერთად)

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო!
აღარ მინდა თამაში გავათავე ლავაში...

რას მიყვირიხარ შენი გაზრდილი ვარ!?


აჩუ, აჩუ ცხეენოო! საით გაგა-ჭეენოო!



დახუჭობანას თამაშის დროს :
- დედაშენს რა ჰქვია?
- მაია ( მაგალითად )
- მ-ა-ი-ა-, 40-მდე უნდა დაითვალო !
- ნჩ,ნჩ,ნჩ,ნჩ.... ( ნელა, ჩქარა )
- სტოპ!
- 40-მდე დაითვალე, ჩქარა.

-----------------------------------------------------------------------------------------------
მენატრება !!! :(

შანელის ჩანთები 2011 წლის ზამთრისათვის