Monday, August 8, 2011

დაბრუნდი :(

-დაბრუნდი?
-ხო
-რისთვის?
-სიყვარულისთვის
-სიყვარულისთვის თუ დაბრუნდი ჩემთან რა გინდა წადი ის ეძებე
-სად ვეძებო?
-ყველგან, თუ გიყვარს მოძებნი
-მე უკვე მოვძებნე
-მერე მასთან რატომ არ ხარ?
-აბა სად ვარ,შენი სიყავრულისთვის დავბრუნდი
-რისთვის?
-სიყვარულისთვის
-რომელი სიყვარულისთვის
-შენში რომ არის
-ჩემში მხოლოდ სიძულვილია
-არა მაქ მხოლოდ სიყვარულია
-სიყვარული რომელიც სიძულვილში გადავიდა,ამ სიყვარულზე ამბობ?
-გეყოს თავის მოტყვილება
-მე?სულაც არ ვიტყუებ თავს,ეს სენ ხარ მეოცნებე და გგონია რომ ისევ მიყვარხარ
-არამგონია ეგ ეგრე იყოს
-შენთვის იყოს ეგრე და ჩემთვის არა
-რატომ ხარ ეგრე აგრესიული?
-აბა როგორი უნდა ვიყო,რომ მიმატოვე რა გეგონა
-აუცილებელი საქმე მქონდა
-მერე მანდამაინც ქორწილის დღეს?და სამ წლიანი საქმე გქონდა
-რა მნიშვნელობა აქვს,ახლა ხომ აქ ვარ
-ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აქვს,წადი ჩემი ცხოვრებიდან
-მითხარი რომ გიყვარვარ და წავალ
-არ მიყვარხარ
-თვალებში შემომხედე და მითხარი რომ არ გიყვარვარ
-არ შემიძლია
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ,ხო ეხლაც მიყვარხარ იგივე გრძნობით,მაშინ როცა პირველად გნახე,მაშინ როცა პირველად გითხარი მიყვარხარ,მაშინ როცა ცოლობაზე დაგთანხმდი და მაშინ როცა სადედოფლო კაბით შნესკენ მოვდიოდი,მაგრამ შენ იქ არ დამხვდი,წახვედი,დამტოვე,არც მოგიკითხივარ,იქნებ მკვდარი ვიყავი,იქნებ შენი ერთი სიტყვა მშველოდა,მაგრამ არა შენ წახვედი და ჩემი გული წაგყვა,მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი,მაგრამ არ იყავი.
-როგორი გულისსატკენი სიტყვებია
-გული გეტკინა ხომ,მე უფრო მეტად მტკიოდა სამი წლის განმავლობაში,მაგრამ მივეჩვიე უშენობას და ახლაც გავძლებ როგორმე შენს გარეშე.
იქედან წამოვედი,მაგრამ ჩემი გული იქ დარჩა,გული მას მთხოვდა,მაგრამ მაინც დავტოვე და გზად მარტოობა დავიბედე.

No comments:

Post a Comment